10 აპრილს მოსულმა სეტყვამ კახეთის სამი მუნიციპალიტეტი დააზარალა

17.04.2013 02:44

10 აპრილს მოსული სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის აღწერა მიმდინარეობს. სტიქიამ თელავის, ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები დააზარალა, რის შედეგადაც თელავში - 7, ახმეტაში - 3, ხოლო ყვარელში - 5 სოფელი დაისეტყვა. თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ზარალის ზოგადი სურათის აღწერა მოხდა. დავით ნაპირელის განცხადებით, მოგვიანებით შეიქმნება კომისია, რომელიც ზარალს უფრო დეტალურად აღწერს. ნახეთ მარი აშუღაშვილის სიუჟეტი. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/XQZyGq

გაზიარება: