ეროს რამაზოტის კონცერტი

25.04.2016 01:37

24 აპრილს, სპორტის სასახლეში მსოფლიოში ცნობილი მომღერლის ეროს რამაზოტის კონცერტი გაიმართა. იტალიელი ვარსკვლავი პირველად ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიო ტურით „The Perfetto World Tour“ წარდგა. კონცერტზე შესრულდა ჰიტები ალბომიდან „Perfetto” - აღნიშნული კრებული, გაყიდული ალბომების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერია. ეროს რამაზოტიმ შეასრულა ყველასათვის საყვარელი და ცნობილი სიმღერები, მათ შორის: „Terra Promessa“, „Più Che Puoi“, „Cose Della Vita“, „Più Bella Cosa“, „Adesso Tu“, „Se Bastasse Una Bella Canzone“... კონცერტზე მისულმა მსმენელმა გრანდიოზული შოუს იხილა; ეროს რამაზოტის შოუ 3-D ანიმაციით გაიხსნა და სცენა მთლიანად აგებული იყო უნიკალური თანამედროვე ტექნოლოგიებით. http://culture.gov.ge/

გაზიარება: