ეროს რამაზოტის კონცერტი თბილისში „Check in Georgia“ - საქართველო მსოფლიო კალენდარზე
23 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ცნობილმა მომღერალმა ეროს რამაზოტიმ თბილისში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი და კულტურის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე ეკა კუპრეიშვილი. ეროს რამაზოტი: „ეს კონცერტი მინდა მივუძღვნა დიდი მაესტროს - პრინცის ხსოვნას. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მუსიკის სფეროს განვითარებაში და ძალიან გული დამწყდა, რომ ასე ადრე გარდაიცვალა. ჩემთვის დიდი პატივია, პროექტ „Check in Georgia“ -ს გახსნა, რომელშიც ძალიან ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. ვხედავ, რომ ქვეყანას განვითარების და ცნობადობის ამაღლების სურვილი აქვს. იმედი მაქვს, დადებით წვლილს შევიტან ქვეყნის პოპულარიზაციის პროცესში. ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები მაყურებლისთვის. მართალია, იტალიურად ვმღერი და შეიძლება ბევრისთვის არ იყოს გასაგები ეს ენა, მაგრამ იმედი მაქვს, მაყურებლების გულებამდე მივაღწევ”. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
ეროს რამაზოტის კონცერტი თბილისში „Check in Georgia“
culturegovge culturegovge
ეროს რამაზოტი თბილისშია
culturegovge culturegovge
ეროს რამაზოტის კონცერტი
culturegovge culturegovge
ეროს რამაზოტის კონცერტი
culturegovge culturegovge
ეროს რამაზოტის კონცერტი სპორტის სასახლეში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მზადება ეროს რამაზოტის კონცერტისთვის
culturegovge culturegovge
ეროს რამაზოტი ქართველი მსმენელის წინაშე
შუადღე GDS / shuadge GDS
კონცერტები საქართველოს რეგიონებში - CheckinGeorgia - რუსთავი
culturegovge culturegovge