ეროს რამაზოტი თბილისშია
23 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ცნობილმა მომღერალმა ეროს რამაზოტიმ თბილისში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი და კულტურის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე ეკა კუპრეიშვილი. ეროს რამაზოტი: „ეს კონცერტი მინდა მივუძღვნა დიდი მაესტროს - პრინცის ხსოვნას. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მუსიკის სფეროს განვითარებაში და ძალიან გული დამწყდა, რომ ასე ადრე გარდაიცვალა. ჩემთვის დიდი პატივია, პროექტ „Check in Georgia“ -ს გახსნა, რომელშიც ძალიან ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. ვხედავ, რომ ქვეყანას განვითარების და ცნობადობის ამაღლების სურვილი აქვს. იმედი მაქვს, დადებით წვლილს შევიტან ქვეყნის პოპულარიზაციის პროცესში. ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები მაყურებლისთვის. მართალია, იტალიურად ვმღერი და შეიძლება ბევრისთვის არ იყოს გასაგები ეს ენა, მაგრამ იმედი მაქვს, მაყურებლების გულებამდე მივაღწევ”. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
ეროს რამაზოტის კონცერტი თბილისში „Check in Georgia“
culturegovge culturegovge
ეროს რამაზოტის კონცერტი თბილისში „Check in Georgia“ - საქართ...
culturegovge culturegovge
„დილა პირველზე“ სრული ვიდეოვერსია, 21 აპრილი, 2016
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეროს რამაზოტი ქართველი მსმენელის წინაშე
შუადღე GDS / shuadge GDS
ეროს რამაზოტი ft ალესანდრო დელ პიერო - მაია
George Best
ეროს რამაზოტის კონცერტი
culturegovge culturegovge
მზადება ეროს რამაზოტის კონცერტისთვის
culturegovge culturegovge
მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები საქართველოში
Music Box