საუბრები მათეს სახარების პირველ ორ თავის შესახებ; ზორობაბელმა შვა აბიუდი?
02/05/2022
levani petriashvili-ის
მიერ
ებრაულად გეთ ნიშნავს გაყრას და ეს ორი მიზეზით ხდებოდა მხოლოდ: 1) თუ ქალი ქმარს ღალატობს ანუ მრუშობს: 2) თუ ქმარი ომში მიდის. ჩნდება კითხვა, აბა მაშინ რატომ იყო ჩაქოლვა მრუშობაზე თუკი გაყრა იყო გამოსავალი?
მათეს სახარებაში ოთხი ქალია ნახსენები გენეალოგიაში:
1) თამარი _ იუდას რძალი, იუდეველთა რჯულის მიხედვით, მამამთილს უფლება არ ჰქონდა დაწოლილიყო თავის რძალთან (ლევ. 20:12), ხოლო იუდა დაწვა თავის რძალთან მაგრამ არ იცოდა რომ რძალი იყო.
2) მეძავი რაქაბისგან ბოყაზი შვა სალმონმაო, ეს რომელი მეძავია, ის ქალი რომელმაც მსტოვრები შეიფარა იერიხონში? კი მაგრამ ეგ ხო იესუ ნავეს ძის დროს იყო და არა დავითის დროს რადგან რუთი დავითის დიდი ბებიაა.
3) რუთი _ მისგან ბოყაზმა შვა იობედი, დავითის პაპა, მამის მამა.
4) ურია ხეთელის ცოლი ბათშებაყი, რომლისგანაც დავითს ეყოლა სოლომონი, რჯულით აკრძალული ქალისგან. აი ამ ჩამონათვალში ყველა რჯულის წესებია დარღვეული, ასევე ისტორიული ფაქტებიც. ამასაც თავი დავანებოთ, მათე არ გვაწვდის სწორ ინფორმაციას იმაზე თუ ვინ იყო ზორობაბელის შვილი, როდესაც ნეშტას წიგნის მიხედვით ზორობაბელის არცერთი შვილიდან არავინ არ ყოფილა აბიუდი (1 ნეშტ. 3:19).
ყველა ვინც ბიბლიაზე ლაპარაკობს ყველა უფლის სულით კი არ ლაპარაკობს, აგერ მოგვებს თავად უფალი წაუძღვა თავის ქმნილებით ვარსკვლავით, თან წერია რომ ეს ვარსკვლავი ხან ჩნდებოდა ხან ქრებოდა, ეს არ იყო უბრალოდ ვარსკვლავი, თორე ამას ჰეროდე დაინახავდა და იპოვიდა ყრმა იესოს, ხოლო ის რომ ვარსკვლავი უჩინარდებოდა, ანუ უხილავი ხდებოდა თვალისათვის ამაზე წერია მათეს (2:10) ში: ხოლო მათ, ვარსკვლავის დანახვისას, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს. ჩნდება კითხვა, ვარსკვლავის დანახვის რატომ გაუხარდათ, თუკი ისინი მათ გამოყვნენ აქამდე?
ერთერთ მეფეზე წერია რომ ქონიაჰუს არ ეყოლება მემკვიდრე, ანუ იექონიას (იერ. 22:24_30), მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მას შთამომავლობა არ ყავდა ან არ ეყოლებოდა, აქ საუბარია რომ მის შთამომავლობაში არ იყო მესიის გეგმა, ისევე როგორც არ იყო მესიის სული ისააკის ესავში და კიდევ დავითის სხვა შთამომავლებში, ასე ხსნიან 14 თაობას რაბინები თუ რატომ დაწერა მათემ 14 თაობა, რადგან რიცხვი 14 ნიშნავს დავითს, ანუ მესიის სულის გენეალოგიაა და გამოტოვევები აშკარად იმიტომ გვხვდება, რეალურად კი დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე 19 თაობაა და არა 14. ამიტომ ამბობს მათე რომ იესო არ ყოფილა ხორციელი შთამომავალი მამის მხრიდან დავითის, არამედ ის იყო ზებუნებრივი ადამიანი, ამიტომ მთავრდება გენეალოგია ამ მუხლით : იესო ქრისტეს შობა კი ამგვარად მოხდა: დედამისის, მარიამის იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე შეუღლდებოდნენ ისინი, აღმოჩნდა რომ ორსულად იყო სულიწმიდისგან (1:18). თუკი მესიის გენეალოგია არ ეხება მამის ხაზს, მაშინ ძალიან მაინტერესებს რანაერად იყო იოსები იუდას ტომიდან, თუკი ღმერთი იერემიას პირით ამბობს რომ იექონია უშვილო იქნება და ვერცერთი მისი მემკვიდრე ვერ ავა ტახტზეო, მაგრამ ვიღაცა ისეთი ხომ უნდა ყოფილიყო მაინც, ვისი მოდგმიდანაც მესიის ხაზი გაგრძლედებოდა?
ბაბილონიდან ბეთლემში ჩასვლას 3 წელი უნდოდა, ანუ მოგვებმა წინასწარ იცოდნენ მესია რა დროს უნდა დაბადებულიყო? ისე მარტივად ამბობენ ნახეს ვარსკვლავი გამოიყვანენ და ბეთლემში მოვიდნენო თითქოს იესოს დაბადება და მათი ჩამოსვლა სპარსეთიდან ძველი ბაბილონიდან ერთ დღეს მოხდა. ნახე მათეს რას გვეუბნება: მაშინ ჰეროდემ ფარულად დაიბარა მოგვები და ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი გამოკითხა (მთ. 2:7). ანუ ვარსკვლავი მანამდე ნახეს მოგვებმა სანამ იესო დაიბადებოდა? თუ იესოს დაბადების მერე ნახეს, აბა იქ ხო წერია ეს ვარსკვლავი დაადგა იმ სახლს სადაც ახალშობილი იესო დედასთან ერთად ნახეს ფუნდუკში (მთ. 1:11, ლუკა.2:7).