ანა მშვილდაძე და ქეთევან კალანდაძე გერმანული ენის ოლიმპიადაზე
2020 წლის 1 მარტს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ ქეთევან კალანდაძე, #1 ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მოსწავლე და ელენე მინდიაშვილი, #195 საჯარო სკოლის მოსწავლე. ისინი საქართველოს სახელით გერმანიაში, ქ. დრეზდენში გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან, რომელიც 2020 წელს 26 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება. რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმრები იყვნენ ოლიმპიადის ერთ-ერთი გამარჯვებული - ქეთევან კალანდაძე და გოეთეს ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი, ანა მშვილდაძე. ის გვიხსნის, რომ ეროვნული ოლიმპიადა საერთაშორისო ღონისძიების ნაწილია: „ეს პროექტი - ოლიმპიადა არის საერთაშორისო ღონისძიება, ჩვენი სათაო ოფისის მიერ ორგანიზებული და ყველა გოეთეს ინსტიტუტი, ცალკეულ ქვეყნებში ორ წელიწადში ერთხელ ახორციელებს ბავშვების შერჩევას. ძალიან წარმატებით ვთანამშრომლობთ გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრთან და ვერთვებით ოლიმპიადის ბოლო ეტაპზე. ვაკეთებთ დიფერენცირებას მოსწავლეებს შორის - ვინც აკმაყოფილებს საერთაშორისო ოლიმპიადის ყველა კრიტერიუმს, მათ შორის ვატარებთ კონკურსს. სამწუხაროდ, წელს ასაკობრივი ზღვრის გამო ვერ მოხვდნენ მეთორმეტეკლასელები და ძირითადი კონკურსი გაიმართა მე-10 და მე-11 კლასელებს შორის და მინდა ვთქვა, საკმაოდ მაღალ დონეზე. რა განასხვავებს ამ კონკურსს სხვებისგან: გარდა ენის ცოდნისა მასზე ფასდებოდა: ჯგუფური მუშაობა, კრეატიულობა და დამოუკიდებლად პრეზენტაციის უნარი“. ქეთევან კალანდაძე ყვება სწორედ ამ გამოცდილების შესახებ. მისი ჯგუფის წევრი იყო მათე ღვინჯილია, რომელთან ერთადაც მას სხვა ჯგუფების მსგავსად, უნდა მოემზადებინა პრეზენტაცია თემაზე „საზღვრები“ და აი, რას გვიყვება გერმანული ენის ოლიმპიადაში გამარჯვებული ქეთევან კალანდაძე: „სიტყვა „საზღვრები“ ძალიან დიდი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. მე თავიდანვე წარვადგინე ჩემი შეხედულება ამ თემაზე. ყურადღება გავამახვილე ადამიანურ ურთიერთობებში საზღვრებზე. აი, მაგალითად, დღეს რასაც ხშირად ვხვდებით - დისკრიმინაციას კულტურის, რელიგიის, კანის ფერის გამო. ჩემმა მეწყვილემ კი პირდაპირი იერიში მიიტანა ადამიანის შესაძლებლობებზე, რომლებიც უსაზღვროა. შევეცადეთ ეს ორი თემა გაგვეერთიანებინა. ვიზუალური საშუალებაც გვქონდა პრეზენტაციისთვის და პლაკატზე დავყავით საზღვრების ორი ტიპი: ერთი, რომელიც უნდა გადალახოს ადამიანმა - ადამიანური ურთიერთობების საზღვრები განვიხილე მე პირადად და სლოგანიც დავურთეთ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. მათემ კი განიხილა ის საზღვრები, რომლებსაც ცოტა რომ უნდა ვუფრთხილდეთ - მაგალითად, განვიხილეთ ხელოვნური ინტელექტი, რობოტების მიერ ადამიანების ჩანაცვლების პერსპექტივა და ბოლოს გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ადამიანური ღირებულებები და ადამიანური შესაძლებლობები არ უნდა იყოს ერთმანეთის საპირისპირო ორი რამ, არამედ ისინი უნდა ავრცობდნენ ერთმანეთს“:
რადიო თავისუფლება-ის სხვა ვიდეოები
რა იციან რუსეთში ბუჩაზე და რას უყვება რუსული მედია...
„ყველაფერი ერთი შეცდომით იწყება“
საზღვაო სეზონი "ოკუპირებულ" ბათუმში
ცოლ-ქმარი, რომელიც წიგნებს წერს
"ეს საქმეები არის ხუხულასავით აგებული"
რა შენდება და რა ინგრევა მთაწმინდაზე
მოსკოვის მითები ნატოზე - პერსპექტივა
მითი #2: ჩინეთიდან ამანათების მიღება არ არის უსაფრ...
მსგავსი ვიდეოები
გერმანული ენის თვე--მონიკა ლეჰარდი, ანა მშვილდაძე
TV religia
თითქმის ყოველდღე - მიშა მშვილდაძესთან 12 დეკემბერი [ანა დოლი...
კვირაში ერთხელ • მიშა მშვილდაძესთან
თითქმის ყოველდღე - მიშა მშვილდაძესთან 16 დეკემბერი [ანა ნაცვ...
კვირაში ერთხელ • მიშა მშვილდაძესთან
ყველა პარტიამ კამპანია დამოუკიდებლად უნდა აწარმოოს, ჩვენი ხმ...
Girchi - მეტი თავისუფლება
გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადა გოეთეს ინსტიტუტში/“დილის ს...
რადიო იმედი
ანა
Zaza Anchabadze
ანა
Veriko Bendeliani
ანა
Natia Tabatadze