ზუგდიდელი გარემოვაჭრეების ნაწილი ქუთაისში გაემგზავრა
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ მომუშავე გარემოვაჭრეების ნაწილი რამდენიმე წუთის წინ ქუთაისში გაემგზავრა. ისინი პარლამენტთან აქციის გამართვას აპირებენ. მათივე თქმით, ოფიციალური წერილი უკვე გაგზავნილი აქვთ, რომელსაც ქუთაისში კიდევ ერთხელ გააჟღერებენ. გარემოვაჭრეები მდინარე ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზე მსუბუქი კონსტრუქციის მოწყობას და ალტერნატიულ ფართზე გადასვლამდე მუშაობის გაგრძელებას ძველ ტერიტორიაზე ითხოვენ. “შევაგროვეთ ფული და ვიქირავეთ ტრანსპორტი ქუთაისში წასასვლელად. იმ კონსტრუქციების მოწყობას, რომელსაც გვპირდებიან, ორი თვე მაინც დასჭირდება. ვითხოვთ დროებით ძველ ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას", - ამბობენ ისინი. გარემოვაჭრეები მუშაობის გაგრძელების უფლებით აქციებს, ერთ კვირაზე მეტია, მართავენ. ისინი მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართებზე უარს ტარიფებისა და ადგილების არასაკმარისი რაოდენობის გამო უარს ამბობენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გარემოვაჭრეების ნაწილი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს
Radio Atinati
მერთან შეხვედრით უკმაყოფილო გარემოვაჭრეები აქციებს აანონსებე...
Radio Atinati
საკრებულოს თავმჯდომარე გარემოვაჭრეებს: ეჭვი მიჩნდება, რომ ეს...
Radio Atinati
გარემოვაჭრეები პოლიციის სამმართველოსთან დაკავებული მოვაჭრის...
Radio Atinati
ზუგდიდელი გარემოვაჭრეები დახმარებას მერაბ ქვარაიას სთხოვენ
Radio Atinati
ზუგდიდში გულუას სკვერის მიმდებარედ გარემოვაჭრეების ჯიხურები...
Radio Atinati
გარემოვაჭრეები თბილისისკენ
info9 info99
მერაბ ქვარაიას „ანგარიში მოსახლეობას“ უმეტესად საჯარო უწყებე...
Radio Atinati