გარემოვაჭრეების ნაწილი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს
ზუგდიდში ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ მომუშავე გარემოვაჭრეების ვაჭრობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებისგან გაფრთხილება უკვე მიიღეს და მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე ვაჭრობა 20 იანვრამდე შეეძლოთ. „სხვა შემოსავალი არ გვაქვს, ვაჭრობით ვირჩენთ თავს. ვითხოვთ, რომ მოგვცენ აქ მუშაობის უფლება“, - აღნიშნეს გარემოვაჭრეებმა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ლაშა ჯაიანის განმარტებით, გარემოვაჭრეების ნაწილმა, გაფრთხილების შესაბამისად, უკვე დატოვა ტერიტორია და ბაზრის შიგნით, შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართში შევიდა სამუშაოდ.„კანონის წინააღმდეგ ვერავინ წავა. ჩვენ გავაფრთხილეთ ისინი წერილობითაც და პირადადაც, რათა გაგებით მოკიდებოდნენ. დღეს გვაქვს მერიაში თათბირი და შემდეგ უკვე უფლებამოსილები ვიქნებით, რომ ტერიტორია გავასუფთავოთ. ისინი ამის შესახებ დაუწყებულნი არიან, რომ არ უნდა დატოვონ საკუთარი ნივთები იქ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჯაიანმა. მისივე მტკიცებით, მათთვის შეთავაზებულია რამდენიმე ალტერნატიული ფართი, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში უფასოდ შეძლებენ ვაჭრობას, შემდეგ კი ყოველდღიური გადასახადი, სავარაუდოდ, 3 ლარის ოდენობით დაეკისრებათ. თავის მხრივ, გარემოვაჭრეების ნაწილი ამბობს, რომ შემოთავაზების შემთხვევაში ალტერნატიულ ფართს არ დასთანმხდებიან, რადგან მათ ადგილის ქირის გადახდის საშუალება არ აქვთ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი აქციებს აანონსებენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდელი გარემოვაჭრეების ნაწილი ქუთაისში გაემგზავრა
Radio Atinati
დაპირისპირება 9 მარტის ბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გარევაჭრობის აკრძალვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მერთან შეხვედრით უკმაყოფილო გარემოვაჭრეები აქციებს აანონსებე...
Radio Atinati
გარემოვაჭრეების ნაწილი ,,დიას“ ჟურნალისტს დაუპირისპირდა 26.0...
Tv Dia
დაპირისპირება პარლამენტთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური მაჟორიტარი დეპუტატის ანგარიშის პრეზენტაციაზე
Radio Atinati
გარემოვაჭრეების მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster