გარემოვაჭრეები პოლიციის სამმართველოსთან დაკავებული მოვაჭრის გათავისუფლებას ითხოვენ

03.02.2018 01:21

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები ნაწილმა დაკავებული გარემოვაჭრის გათავისუფლების მოთხოვნით პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლა. მათთან პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი კობა ხარებავა გამოვიდა და განუმარტა, რომ დაკავებული იქ არ იმყოფება და სასამართლოშია გადაყვანილი. რაც შეეხება გათავისუფლებას, მისივე თქმით, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ადმინისტრაციული წესით ჯარიმა დაეკისრება. "თუ ისევ დაუბრუნდებით სავაჭრო ადგილებს ძველ ტერიტორიაზე, თქვენი დაჭერაც მოგვიწევს", - უთხრა მათ ხარებავამ. მისმა სიტყვებმა გარემოვაჭრეების პროტესტი გამოიწვია. მათ ხარებავას ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობაც სთხოვეს, რის შემდეგაც მან მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს დაურეკა და ადგილზე მისვლა სთხოვა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: