დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი: ამ ადამიანების ნაწილი ბინას მომავალ წელს მიიღებს
06/14/2018
Radio Atinati-ის
მიერ
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მურად აბლოთიას ინფორმაციით, ის ოჯახები, რომელთაც წელს ბინის მისაღებად ქულები არ ეყოთ, საცხოვრებელ ფართებს მომავალ წელს მიიღებენ. მისივე თქმით, ის მზად არის იმ დევნილებს შეხვდეს, ვინც სამინისტროს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, თუმცა დასძენს, რომ წელს ბინების გადაცემის პროცესი უკვე დასრულებულია.
“უკვე შევხვდი რამდენიმე მათგანს და კიდევ ვაპირებ მათთან შეხვედრას და გასაუბრებას. ბინების გადაცემის პროცესი არის გამჭვირვალე. სამწუხაროდ, ამ ადამიანების ნაწილს ქულები არ ეყო წელს ბინის მისაღებად, თუმცა მომავალ წელს ფართს 360 ოჯახი მიიღებს, მათ შორის ისინი, ვინც დღეს აქ არიან. შარშან ვინც ვერ მიიღო ბინა, წელს მოხვდა სიაში. ყველაფერს თავისი წესი აქვს“, - აღნიშნა აბლოთიამ.
მისივე თქმით, 240 ბინა ქულათა სისტემის მიხედვითა და ნგრევადი ობიექტების მიხედვით გადანაწილდა. სულ სამინისტრომ დევნილები 9 ნგრევადი ობიექტიდან და ორი საბავშვო ბაღიდან გაასახლა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: / atinati1059
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/