მთავრობის უარის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის დედაქალაქში ჩავიდა


მთავრობის უარის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის დედაქალაქში ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი ბერლინში კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა და ამ შეხვედრის ამსახველი კადრები ფეისბუქში საკუთარ ვებგვერდზეც გაავრცელა. გერმანია ერთ-ერთია იმ ათ ქვეყანას შორის, რომელში ვიზიტზეც საქართველოს მთავრობამ, სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. დაირღვა თუ არა პრეზიდენტის ქმედებით უზენაესი კანონი? კონსტიტუციონალისტთა ნაწილს კითხვაზე დადებითი პასუხი აქვს, თუმცა, საბოლოო ვერდიქტი შესაბამისი სარჩელის არსებობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიტანოს.

ქვეყნის მთავარი კანონის მიხედვით, პრეზიდენტი უფლებამოსილია განახორციელოს საგარეო პოლიტიკა მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის კონსტიტუცია სახელისუფლებო გუნდსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის დავის საგანი ხდება, კანონი ურთიერთბრალდებების მიზეზი წარსულშიც არაერთხელ გამხდარა.

სალომე ქოქიაშვილი გიამბობთ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან