ელჩების დანიშვნის საკითხი - სარჩელის განხილვის მოლოდინში
პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიურდება ორ სახელისუფლებო შტოს შორის დაპირისპირების კიდევ ერთი თემა. საუბარია მთავრობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, სადაც „ქართული ოცნება“ ელჩების დანიშვნის ნაწილში პრეზიდენტის უფლება-მოვალეობების განმარტებას ითხოვს. ამერიკაში საქართველოს ყოფილი ელჩისთვის, დავით ბაქრაძისთვის კომპეტენციის დაწუნების მიუხედავად, ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში ჩვენი ქვეყნის ელჩად მის წარდგენას ხელი მაინც მოაწერა და ეს გადაწყვეტილება გაერო-ს ასამბლეის მოახლოებული სესიით ახსნა. ამ ნაბიჯმა გააქტიურა კითხვა: ხომ არ გეგმავს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელის უკან გამოთხოვას, რადგან თვეების წინ სწორედ ბაქრაძესთან დაკავშირებული უარი გახდა პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ურთიერთობის გამწვავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. თუმცა, ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტს მთავრობასთან ახალი პრეტენზიები აქვს, რომელიც ელჩობის შვიდ ახალ კანდიდატურას ეხება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ელჩების დანიშვნის საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ელჩების დანიშვნის საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ელჩების დანიშვნის საკითხი - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის პასუხი მთავრობის სარჩელზე
TV IMEDI
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ელჩების დანიშვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შესაძლოა, დღეს გაირკვეს, შევა თუ არა რომელიმე ოპოზიციური პარ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ელჩების დანიშვნის პროცედურა -- შეფასებები
TV IMEDI