საქართველო-„ინტერ რაოს“ დავა
სტოქჰოლმის სასამართლომ საქართველოს რუსული ენერგოკომპანიის სასარგებლოდ 80.5 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა დაავალა. არბიტრაჟმა გადაწყვეტილება კომპანია „ინტერ რაოს“ სარჩელზე გამოიტანა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება უკვე გასაჩივრებულია. „სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოს“ ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. „ინტერ რაო“ ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა 80,5 მილიონი აშშ დოლარი. სახელმწიფო ახლაც მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი. შესაბამისად, საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება და მიუხედავად მისი შედეგისა, ცხადია, ეს გავლენას არ მოახდენს მოსახლეობის ტარიფებზე“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. რუსული ენერგოკომპანია საქართველოსგან ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად მიღებული ზარალის ანაზღაურებას, ტარიფის მატებით ითხოვდა, რაზეც მარეგულირებელმა კომისიამ უარი განაცხადა. „ინტერ რაომ“ გადაწყვეტილება სტოკჰოლმში გაასაჩივრა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
"ინტერრაოს" დავა და 76 მილიონიანი ჯარიმა საქართველოს | კალაძ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ინტერVIEW - საქართველო - პირველი რესპუბლიკიდან დღემდე / დას...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ასათიანის ინტერVIEW უჩა ნანუაშვილთან
რადიო თავისუფლება
სალომე ასათიანის ინტერVIEW თამარ ჩუგოშვილთან
რადიო თავისუფლება
სალომე ასათიანის ინტერVIEW დავით უსუფაშვილთან
რადიო თავისუფლება
სალომე ასათიანის ინტერVIEW ელენე ხოშტარიასთან
რადიო თავისუფლება
ინტერVIEW - 25 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნინია კაკაბაძე წითელი ზონისა და ინტერview-ს დახურვაზე
netgazeti ge