რიზოტო | შეფი ლუკა ნაჭყებია

09/12/2021
Taste Corporation-ის მიერ

🤌 მილანური რიზოტო ყველა მოყვარული მზარეულის არსენალში უნდა იკავებდეს საპატიო ადგილს. დღეს შეფ ლუკა თქვენს კულინარიას იტალიურ ტემპერამენტს შემატებს.
არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება !

#მილანური #რიზოტო #ბრინჯი

გამოგვყევი:
instagram:   / ​​  
facebook:   / chef.cave​​  
tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave?​​​
____________________________________________________

კარაქი
გრანას ყველი
ბრინჯი
შაფრანი
ძვლის ტვინი
საქონლის ბულიონი
ხახვი

100 ხახვის გარე ფენები დავჭრათ წვრილად.50 გრამი ძვლის ტვინი ამოვიღოთ ძვლიდან.
გრანას ყველი გამოვატაროთ ხორცის მანქანაში . უკვე მზად ვართ, გადავიდეთ კერძის მომზადებაზე.

50 გრამი კარაქი ჩავაგდოთ ქვაბში. დავამატოთ 50 გრამი ძვლის ტვინი. 5 წუთი ვაცადოთ ძვლის ტვინის მოსათუშად. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და 15 წუთით მოვთუშოთ .
15 წუთის გასვლის შემდეგ ავიღოთ 300 გრამი ბრინჯი. ჩავყაროთ ქვაბში და შევათბოთ.ნელ-ნელა დავიწყოთ ბულიონის დამატება. როგორც კი შევატყობთ ბულიონს შესქელებას ან დაშრობას მაშინვე ვაგრძელებთ დამატებას . ამასობაში შაფრანს დავასხათ თბილი ბულიონი და დავალბოთ. და დავამატოთ ბრინჯიან მასას. ხანგრძლივო დუღილის შემდეგ მივიღებთ კრემისებრ მასას და დავამატოთ გრანას ყველი და 30 გრამი კარაქი. რამოდენიმე წუთი დავტოვოთ ცეცხლზე და ჩვენი რიზოტოც მზადაა.
გემრიელად მიირთვით !

ვიდეოები „Taste Corporation"-ისგან