ანტრიკოტი ღვინის სოუსით | ლევან კობიაშვილი

07/31/2021
Taste Corporation-ის მიერ

თუ სადილად ხორცის ხასიათზე ხარ, მარტივად მოსამზადებელი, უგემრიელესი კერძი შეგვიძლია შემოგთავაზოთ, - ანტრიკოტი ბრინჯსა და ღვინის სოუსთან ერთად. 🍷
👨‍🍳 მის პროფესიონალურად მომზადებაში კი, შეფ ლევანი დაგეხმარებათ.

გამოგვყევი:
instagram:   / chef.cave  
facebook:   / chef.cave  
tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave?​​​


​​​​​​​​​​ #ღვინო​​​​​ #ბრინჯი​​​​​ #ანტრეკოტი#შეფლევანი​​​​

---------------------------------------------------------------
ანტრიკოდის სტეიკი

მაშ ასე, დავიწყოთ ხორცის დამუშავებით და ამოვიღოთ ძვალი.
შემდეგ, ხახვი დავჭრათ ნახევარსფეროებად, ტარხუნა განვაცალევოთ ღეროებისგან( მხოლოდ ფოთლები გამოვიყენოთ) და დავჭრათ წვრილად. ასევე, ნიორიც წვრილად დავჭრათ.
რაც შეეხება ბრინჯის მომზადებას:
ბრინჯი პირდაპირ ჩავყაროთ ქვაბში და მოვხალოთ. დავამატოთ წყალი და მოვხარშით 15-20 წუთით, შემდეგ დავუმატოთ ცოტა მარილი.
სანამ ბრინჯი მოიხარშება ანტრიკოტის ნაჭრები დავამარილოთ და მოვაყაროთ ასევე პილპილი.
გადავიდეთ სტეიკის მომზადებაზე:
ცხელ ტაფაზე დავასხათ ცოტაოდენი ზეთი, კარაქი და ანტრიკოტი მოვბრაწოთ ორივე მხარეს, 2-3 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი დავასვენოთ თეფშზე.
ახლა, გადავიდეთ სოუსის მომზადებაზე:
იგივე ცხიმში მოვთუშოთ ხახვი და ნიორი, და დავაკარამელიზიროთ ყავისფერ ფერამდე. დავამატოთ ცოტაოდენი ფქვილი, ღვინო, ცოტაოდენი შაქარი, ცოტაც წყალი, მარილი, პილპილი და ტარხუნა.
სოუსიც მზადაა!
ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ, დავამატოთ ცოტაოდენი კარაქი სიპრიალისთვის და გემოსთვის.
კერძი მზადაა სერვირებისთვის.

ვიდეოები „Taste Corporation"-ისგან