აშშ-ის ელჩის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები
08/24/2022
მმართველი გუნდის უკმაყოფილება დღეს ელჩის კიდევ ერთმა რეზონანსულმა განცხადებამ გამოიწვია. კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა სერიოზული დარღვევების ფონზე ჩაიარა და ხალხმა არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა დაკარგა. ტონი გაცილებით მწვავე იყო, ვიდრე ამერიკის საელჩოს 2020 წლის შეფასება. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა არგუმენტად საერთაშორისო დასკვნები მოიყვანა. ყველაზე მძიმე რეაქცია კი კომენტარის იმ ნაწილს მოჰყვა, სადაც ელჩმა დარღვევებს შორის ე.წ. კარუსელებიც დაასახელა. ფაქტია, რომ არჩევნების შეფასებებში დეგნანისა და ხელისუფლების პოზიცია მკვეთრად განსხვავებულია. თავისუფალი და კონკურენტული - ასე შეფასდა ორი წლის წინანდელი არჩევნები ეუთო-ოდირის დასკვნაში, რაც მმართველი პარტიისთვის არჩევნების სამართლიანობის დასადასტურებლად საკმარისია.
ასე არ ფიქრობს ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, რომელიც, „ქართული ოცნების” აზრით, შეცდომაშია შეყვანილი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.