მოსამართლის სკანდალური განცხადება
ნიკა გვარამიას საქმის სკანდალური გაგრძელება. მოსამართლე, რომელმაც 16 მაისს ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელს პატიმრობა მიუსაჯა, დუმილს არღვევს. საუბარია ლაშა ჩხიკვაძეზე, რომელიც განაჩენის გამოტანის შემდეგ ამერიკის სასწავლო პროგრამის მონაწილეთა და შესაბამისად, აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს. მოსამართლე პირველად საუბრობს იმ კომუნიკაციის დეტალებზე, რომელიც, როგორც თავად ამტკიცებს, მასა და აშშ-ის საელჩოს წამომადგენელს შორის შედგა და ელჩის სახელით კონკრეტული კითხვები დაისვა. ჩხიკვაძის შეფასებით, ეს იყო კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ანგარიშის მოთხოვნა, რაც კანონმდებლობით აკრძალულია. როგორც ირკვევა, საელჩოს წარმომადგენელმა განაჩენის ავტორს დიალოგის დროს აცნობა, რომ სწორედ გვარამიას მიმართ მიღებული გადაწყვეტილების გამო სასწავლო პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა. კიდევ უფრო მწვავეა მოსამართლის შეფასებები ევროპარლამენტარ გალერის მისამართით, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს წინა ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდა. ლაშა ჩხიკვაძის განცხადება სამართლებრივ სფეროს გასცდა და მწვავე პოლიტიკური შეფასებების მთავარ თემად იქცა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მოსამართლის სკანდალური განცხადება
TV IMEDI
ინტერვიუ სოზარ სუბართან
TV IMEDI
სააკაშვილ გვარამიას სკანდალური ჩანაწერი - იშოვეთ ბაევიკებ...
Georgian Press
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის სკანდალური განცხადება. სტუმარი: კო...
კახაბერი
იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დროება - 6 ნოემბერი, 2022 წელი
Droeba • დროება
მოსამართლის დისკრედიტაციის მცდელობა
TV IMEDI
არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი
Archil Talakvadze Official