არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი
➡️ დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გვარამია - ახვლედიანის სკანდალური აუდიოჩანაწერი დაუმონტაჟებელი და ავთენტურია. საზოგადოებას შევახსენებ, რომ საუბარია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თვითონ გვარამიამ ჩაიწერა ფარულად და რომლის დროსაც ეს უკანასკნელი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს სკანდალით გადადგომის სანაცვლოდ მილიონებს სთავაზობდა ქრთამის სახით. შეგახსენებთ, აგრეთვე, რომ გვარამია ნაწილობრივ აღიარებდა ჩანაწერის ავთენტურობას, მხოლოდ ამტკიცებდა, რომ იგი დამონტაჟებული იყო. ამ დასკვნის თანახმად, სადაც დასტურდება, რომ ჩანაწერი ავთენტური და დაუმონტაჟებელია, იკვეთება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი უხეშად ერეოდა სასამართლოს საქმიანობაში. ახლა, როცა შეკითხვებს გაეცა დამაჯერებელი პასუხი, ნათელი ხდება იმ პოლიტიკური ისტერიის რეალური მიზეზი, რასაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვაკვირდებოდით ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ცხადია, რომ მას შემდეგ, რაც გახმაურდა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, ალავიძესა და ქათამაძეზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდო ზეწოლისა და მათი მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, ნაციონალურ მოძრაობას და ნიკა გვარამიას სხვა არაფერი დარჩენოდათ, თუ არა დაეგეგმათ და პოლიტიკურ სატელიტებთან ერთად განეხორციელებინათ საჯარო პროვოკაციების სერია უზენაეს სასამართლოსთან და მერიასთან, მანამდე კი ეწარმოებინათ ცილისმწამებლური კამპანია მოსამართლეების მიმართ, რომლებზეც ზეგავლენა ვერ მოახდინეს. დღეს, როდესაც უკვე სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები, საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მოხდინოს ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება და ბრალეული პირების გამოსავლენად ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება. სასამართლო უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან. ამ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენი საზოგადოება მომავალში კორუფციული გარიგებების მოწმე აღარ გახდება. იმედი მაქვს ასევე, სწრაფად იქნება გამოძიებული აქვს თუ არა ადგილი რეალურად მოსამართლე ახვლედიანის მხრიდან უკანონოდ მიღებული მილიონიანი ქონების უტიფარი ლეგალიზაციის შემთხვევას, ვინაიდან თანხები, რომელიც მის განკარგვაში იყო მოსამართლის 120 წლის ჯამური ხელფასია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შედგეს კორუფციისგან და პოლიტიკური გავლენებისგან სრულიად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება. #ბრიფინგი #არჩილთალაკვაძე
Archil Talakvadze Official-ის სხვა ვიდეოები
02:55
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება კავკასია დღეს
15:33
არჩილ თალაკვაძის გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდ...
01:05
არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის უფლებამოსილებისა და მი...
00:57
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, I არხი მ...
29:52
მაესტროს ექსკლუზივი არჩილ თალაკვაძე
05:51
16 ივლისი 2015 იმედი ქრონიკა 20 00
04:40
არჩილ თალაკვაძე ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფ...
06:19
არჩილ თალაკვაძე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შე...
მსგავსი ვიდეოები
არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი
TV IMEDI
არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი
TV IMEDI
არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი
Parliament of Georgia
არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი
Parliament of Georgia
არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი
Parliament of Georgia
არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადები...
TV IMEDI
არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი_12:34_ტვ პირველი
Tato Tato
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster