არჩილ თალაკვაძის გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება

10.03.2017 15:33

➡️ 3-4 წლის განმავლობაში ავტოპარკი, მინიმუმ, 20%-ით გაიზარდა. გაფართოვდა საგზაო ინფრასტრუქტურა და გაკეთდა ახალი გზები. გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა და საერთაშორისო ტრანზიტული მოძრაობა. ეს ყველაფერი ზრდის რისკებს საგზაო მოძრაობისას. ➡️ შსს-ს მონაცემებით, ავარიების შედეგად, ყოველდღიურად ჩვენ ვკარგავთ 2 ახლობელ ადამიანს, მეგობარს ან მეზობელს. 10000-ზე მეტი ადამიანი იღებს ტრავმას ავარიების შედეგად. მათ შორის ასეულობით ბავშვი. ზარალი, რომელსაც ქვეყანა ავტოსაგზაო შემთხვევებით იღებს, ყოველწლიურად, მსოფლიო ბანკის წინასწარი შეფასებით, 0.5 მილიარდს შეადგენს. ➡️ ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს. როგორც ჰაინრიხ ბიოლი იტყოდა - "ჩარევა სასურველია"! მე მხარს ვუჭერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში შემოთავაზებულ რეფორმას. #საგზაომოძრაობისუსაფრთხოება #არჩილთალაკვაძე

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო