სააკაშვილ გვარამიას სკანდალური ჩანაწერი - იშოვეთ ბაევიკები, რომლებიც დაიცავენ...
უკრაინული გამოცემა http://uareview.in.ua ავრცელებს აუდიო ჩანაწერს, აუდიოჩანაწერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბარი ასახული. სააკაშვილი გვარამიას თანამშრომლების გამხნევებისკენ მოუწოდებს. საუბარი გრძელდება "რუსთავი 2"-ის სასამართლოს შესახებ და იმაზე, თუ რა უნდა მოიმოქმედონ, როდესაც მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე. "ნიკა გვარამია: გადაწყვეტილებას მიიღებს, მთავარია რას იზამს ეს აღსრულება. აღსრულების ნაწილის ეშინია ყველას. მიხეილ სააკაშვილი: აღსრულების ნაწილს მიიღებს ერთმნიშვნელოვნად. ნიკა გვარამია: და მერე როგორ წარმოგიდგენია? მიხეილ სააკაშვილი: უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე, უნდა მოუწოდოთ ხალხს დაცვისკენ, უნდა გამაგრდეთ, ბარიკადები უნდა გააკეთოთ. მოიმარაგოთ წყალი, ესა ისა. და უნდა იყოს ეს მრავალკვირიანი. ეს არ უნდა იყოს ჩვეულებრივი... ახლავე უნდა დაიწყოთ ამის მომზადება, რკინები მიიტანოთ, დააწყოთ. ჩვეულებრივი ციხესიმაგრე უნდა გააკეთოთ... კარვები.... მანდ სხვა გზა არ არსებობს. იქ კონცერტი აუცილებლად უნდა მოაწყოთ და ა.შ..... ერთმნიშვნელოვნად უნდა მიხედო. შემდეგი სცენარი იქნება აღება და 22-ში შემოსვლა. ეს აღება არ უნდა დავუშვათ. 1500-2000 კაცს ყოველთვის ვიშოვით, რომ გაამაგრონ, როგორც კი გამაგრდებით ერთი კვირა, ძაან გაუჭირდებათ", - ამბობს სააკაშვილი. ამის შემდეგ სავარაუდოდ ნიკა გვარამია საუბრობს, რომ შემოსავალში გაუჭირდება და დახმარებას ითხოვს. სააკაშვილი ინტერესდება როდისაა კონცერტი და მას შემდეგ, რაც პასუხად მიიღებს, რომ 23-ში, ამბობს, რომ იქაც უნდა იყოს ხალხი. აუდიოჩანაწერის თანახმად, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ხვალ სახელმწიფო დეპარტამენტი გააკეთებს განცხადებას. ნიკა გვარამია: ელჩებს შევხვდები ხვალ და ზეგ. არიან ისტერიკაში, მაგრამ რა ხეირი" .... მიხეილ სააკაშვილი: იშოვეთ ბაევიკები, რომლებიც დაიცავენ... საბოლოო ჯამში ეს სროლით დამთავრდება აუცილებლად. ეგრეა რა ვქნა ახლა... ნიკა გვარამია: კარგი, რა, დამილაგდება დღეს გონებაში რამე, რომ გამოვიძინებ და ხვალ მივხედავ.
Georgian Press-ის სხვა ვიდეოები
უკრაინული ვებ-გვერდი სააკაშვილ- გვარამიას მორიგ სკ...
01:37
პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირებ...
01:24
უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავაკოვს: "მობრძანდით...
00:58
სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი
03:04
გიორგი კეკელიძე: "ხელოვნება საზღვრებს გარეშე“ გადმ...
00:54
giorgi gvimradze - გიორგი გვიმრაძე
01:00
Невзоров.Georgia! - პერფორმანსი საქართველოს მხარდა...
მსგავსი ვიდეოები
სააკაშვილ - გვარამიას სკანდალური ჩანაწერი - ეს ყველაფერი სრო...
პორტალი კვირა
მორიგი სკანდალური აუდიო ჩანაწერი: სააკაშვილი გვარამიას ყოფილ...
iako akiko
გიული ალასანიას სკანდალური ჩანაწერი / რა კავშირი აქვს სააკაშ...
უკრაინული ვებ-გვერდი სააკაშვილ- გვარამიას მორიგ სკანდალურ ჩა...
Georgian Press
რას ფიქრობს შვილი მამაზე?!/ ედუარდ სააკაშვილის სკანდალური ეთ...
Temur Charelashvili
ძალიან სასაცილო და სკანდალური სამნი \u0026 Co./16 02 2021
Temur Charelashvili
ნიკა გვარამიას პირველი ვრცელი კომენტარი თავდასხმის შემდეგ
Jeff Alanna