ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები
ამერიკის საელჩოს მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს ამერიკელი მაღალჩინოსანი ეხმაურება. „შემაშფოთებელი პირადი თავდასხმები“ - ასეთ შეფასებას აძლევს თბილისში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დიპლომატიური მისიის მიმართ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს. ბონი დენის ჯენკინსს დღეს იმის ხაზგასმა მოუხდა, თუ რა დიდ ძალისხმევას ეწევა ამერიკის ელჩი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციების გასავითარებლად და რამდენად მნიშვნელოვან სამუშაოებს ატარებს. ჯენკინსს არ დაუკონკრეტებია, გულისხმობდა თუ არა ის თავდასხმების ავტორებად ახლად შექმნილი „ხალხის ძალის“ ლიდერებთან ერთად მმართველი გუნდის წევრებსაც. „ქართული ოცნება“ საკუთარ თავს დღევანდელი განცხადების ადრესატად არ მიიჩნევს და მედიას ანტიამერიკულ იმ განცხადებებს ახსენებს, რომლებიც ოპოზიციის რიგებიდან რამდენჯერმე გაისმა. შენიშვნებს არც მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატების მიერ შექმნილი მოძრაობა იღებს. ის, რაც ოპოზიციის მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმებად და ანტიდასავლურ რიტორიკად ფასდება, „ხალხის ძალისთვის“ მხოლოდ კითხვების დასმაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსი პოლიტოლოგის განცხადება - შეფასებები თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს საკითხის განხილვა სენატში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო სანქციები და საქართველო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნებისთვის“ ამერიკელი მაღალჩინოსნის კრიტიკა მიუღებ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
პრემიერ-მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პეტიცია სააკაშვილისთვის სასჯელის გადასავადებლად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster