პეტიცია სააკაშვილისთვის სასჯელის გადასავადებლად
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ ხელისუფლებას ამჯერად 130 ყოფილი თანამდებობის პირი მოუწოდებს. მათი სახელით და ხელმოწერებით სპეციალურ მიმართვას ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აქვეყნებს. ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის მაღალჩინოსნების სიაში არ ფიგურირებენ ყოფილი ძალოვნები, მათ შორის ვანო მერაბიშვილი, თუმცა არიან „ქართული ოცნებიდან“ წასული პოლიტიკოსები და ყოფილი მინისტრები. სასჯელის გადავადების და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნას ხელმომწერები სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექიმთა კონსილიუმის შეფასებებით და ამერიკელი ექსპერტების იმ დასკვნებით ამყარებენ, სადაც კლინიკაში მყოფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე და მოსალოდნელ მძიმე შედეგებზეა საუბარი. სწორედ ამ დასკვნებზე დაყრდნობით ერთობლივი განცხადების ავტორები ყოფილი პრეზიდენტის წამებით სიკვდილს პროგნოზირებენ და საქართველოში მის მკურნალობას შეუძლებლად მიიჩნევენ. მწვავეა მმართველი გუნდის რეაქცია, განსაკუთრებით ყოფილი თანაგუნდელის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს პრეზიდენტად არჩეული მარგველაშვილის მისამართით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პეტიცია
archevnebi ge
პეტიცია
TV 25
პეტიცია - ოოო
Tbilisi Petitions
პეტიცია - ეეეეეე
Tbilisi Petitions
პეტიცია 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით
Tabula ტაბულა
სენაკის საკრებულოში ,,პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში’’...
Radio Atinati
პეტიცია საზოგადოებრიცი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
პროექტი "პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში"
Radio Atinati