#მოამბე 21 საათზე, 28 ოქტომბერი, 2020 #LIVE

28.10.2020 01:13:10

▶ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან რეკორდულად ბევრი ადამიანი გამოჯანმრთელდა - ინფიცირების რაოდენობამ მცირედით იკლო, თუმცა სტატისტიკა ორ რეგიონში კვლავ მზარდია; ▶ ჯანდაცვის სისტემას სამედიცინო ფაკულტეტების უფროსკურსელთა რეზერვი 9 ნოემბრიდან ეყოლება; ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ სიტუაცია სრულად მართვადია; ▶ მმართველი გუნდი ოპოზიციას საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანაში ადანაშაულებს - ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ამბოხების სცენარს ამუშავებს; „ქართული ოცნების“ განცხადება და ადრესატთა პასუხი; ▶ აშშ-ის წინასაარჩევნო გზავნილი საქართველოს და პოლიტიკური შეფასებები - კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ-ს საქართველოში ფავორიტი პარტიები არ ჰყავს და სტრატეგიული პარტნიორის მიზანი ქართული დემოკრატიის გაძლიერებაა; მმართველი გუნდი ელჩის განცხადების ადრესატად ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მიიჩნევს, ოპოზიცია კი გზავნილში მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკას კითხულობს; ▶  საქართველოს დედაქალაქი პანდემიის მიუხედავად ჯაზფესტივალს და მსოფლიო ჯაზის ვარსკვლავებს მასპინძლობს - ფესტივალი 13-დან 14 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება; ჯაზსამყაროში აღიარებული მუსიკოსები, ლეგენდარული შემსრულებლები და ვირტუოზული წარმოდგენები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: