მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში - დასკვნითი კონცერტი

10/19/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

18 ოქტომბერს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა. ფესტივალის დახურვისადმი მიძღვნილ კონცერტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფესტივალს, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძეა, წელს დაარსებიდან - 30, ხოლო აღდგენიდან 5 წელი უსრულდება. 11-18 ოქტომბერს, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალმა თელავში, ტრადიციულად, სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსებს უმასპინძლა. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში, ფესტივალის ფარგლებში ამ დრომდე უკვე გაიმართა 4 კონცერტი, მათგან – სამი საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით, რომლის შემადგენლობაშიც არიან მაღალპროფესიონალი მუსიკოსები საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან და შვეიცარიიდან. ორკესტრს ხელმძღვანელობს ცნობილი დირიჟორი არიელ ცუკერმანი.
2014 წლის ფესტივალი გამოირჩეოდა სოლისტების განსაკუთრებული შემადგენლობით – ელისო ვირსალაძე, ლიანა ისაკაძე, კოლია ბლაჰერი, ნელსონ გოერნერი, ალექსანდრ ბუზლოვი, ნატალია გუტმანი, ედუარდ ბრუნერი, გრიგორი კროტენკო.
ფესტივალის კონცერტების პარალელურად, თელავის სამუსიკო კოლეჯში გაიმართა მასტერკლასები სხვადასხვა სპეციალობაში.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან