MOE: კონფერენცია „მწვანე ეკონომიკა - მდგრადი წარმოება და მოხმარება''


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
სასტუმრო „Holiday Inn\"-ში პროექტის „მწვანე ეკონომიკა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში\" ფარგლებში თემაზე - „მწვანე ეკონომიკა - მდგრადი წარმოება და მოხმარება\" რეგიონული კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ გახსნა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი იან დუსიკი და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
ღონისძიება ორგანიზებულია მწვანე ეკონომიკა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (EaP GREEN) პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროპის კომისიის მიერ ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) და გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) ერთად. UNEP წარმოადგენს პროექტის ,,სტრატეგიული პოლიტიკის შემუშავების\" კომპონენტის მთავარ განმახორციელებელს.

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან