თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვერც ერთჯერად დახმარებებს და ვერც ზამთარში სათბობ შეშას მიიღებს. მიუხედავად ამისა, გამგეობამ 19 სექტემბერს სასტუმრო „რჩეული მარნის\" ანგარიშზე 1150 ლარი გადარიცხა. გივი მეტრეველის განცხადებით, თანხა სტუმრების გამასპინძლების მიზნით ჩაირიცხა, თუმცა ვინ და რა მიზეზით იყო ჩამოსული თელავის მუნიციპალიტეტში? - მან ამ ინფორმაციის დეტალურად გამხელა არ ისურვა. მეტრეველმა დღეს სოციალურ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი 2013 წლიდან სოციალურ პროგრამებს აღარ აფინანსებს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/16o2vRg
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/16o2vRg