თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება 11.04.2014

11.04.2014 01:21

http://telavi-gov.ge/?p=6015 მიმდინარე წლის 10 აპრილს ორგანიზაცია „ივერიელის" წარმომადგენლებმა ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქცია გააპროტესტეს. მოქალაქეებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. ინციდენტის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებიც, რომელთა მხრიდან საპირისპირო აზრის გამოხატვა მოხდა სხვადასხვა ფორმით. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული თანამშრომლების აქციაზე ყოფნის გარემოებები. განვმარტავთ, რომ აღნიშნული მოხელეები არ მუშაობენ კაბინეტურ რეჟიმში, შესაბამისად მათ უწევთ ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილებაც. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული აქცია მიმდინარეობდა ხმაურით, მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეები ადგილზე მივიდნენ სიტუაციაში გარკვევის მიზნით. ისინი შეუერთდნენ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს და საერთო ემოციურ ფონზე საკუთარი უკმაყოფილება გამოხატეს ეთიკური ნორმების გადაცდომით, რის გამოც აქციაზე მყოფ ყველა მოხელეს ხელმძღვანელობის მხრიდან მიეცა სიტყვიერი მითითება, რათა მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს და დაცული იყოს დემოკრატიული პრინციპები. დემოკრატიული მმართველობა კი ითვალისწინებს განსხვავებული აზრის გამოხატვის თავისუფლებას და პატივისცემას. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის პროტესტის გამოხატვის ძალადობრივ ფორმებსაც.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გიორგი მოსიაშვილი ხელისუფლებას საბოტაჟში ადანაშაულებს
03:40

გიორგი მოსიაშვილი ხელისუფლებას საბოტაჟში ადანაშაულებს

ტელეკომპანია თანამგზავრი

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადება
00:38

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადება

ტელეკომპანია თანამგზავრი

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი შერჩეულია
01:04

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი შერჩეულია

ტელეკომპანია თანამგზავრი

ინციდენტი თელავის გამგეობაში
02:04

ინციდენტი თელავის გამგეობაში

ტელეკომპანია თანამგზავრი

მოვაჭრეების საპროტესტო აქცია
01:34

მოვაჭრეების საპროტესტო აქცია

ტელეკომპანია თანამგზავრი

ანუში ჩობანიანი სათბობ შეშას ითხოვს
04:08

ანუში ჩობანიანი სათბობ შეშას ითხოვს

ტელეკომპანია თანამგზავრი

დავით ნაპირელი ყარაჯლელებს პასუხობს
01:42

დავით ნაპირელი ყარაჯლელებს პასუხობს

ტელეკომპანია თანამგზავრი

სოციალური პროგრამები თვითმმართველი თემის გამგეობაში
01:24

სოციალური პროგრამები თვითმმართველი თემის გამგეობაში

ტელეკომპანია თანამგზავრი

ყველა ვიდეო