ლაფანყურში გზის რეაბილიტაცია დაიწყება

02/23/2016
Telavi municipality-ის მიერ

თელავის მუნიციპალიტეტის ლაფანყურის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება და მიმდინარე წელს დასრულდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თვითმმართველი თემის გამგებლის პირველმა მოადგილემ - დავით ნაპირელმა და საქართველოს საავტომობილო გზების გარემოს დაცვის განყოფილების უფროსმა - გია სოფაძემ ლაფანყურის მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი პროექტის განხორციელებაში მოსახლეობის ინფორმირება და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს გარემოს დაცვის ღონისძიებებში ჩართულობის უზრუნველყოფა იყო.
აღნიშნული პროექტი ცენტრალური ბიუჯეტით და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით, ადგილობრივი ხელისუფლების და უშუალოდ, თელავის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის - გელა სამხარაულის ინიციატივით ხორციელდება.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პროექტის განხორციელებაში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
როგორც შეხვედრაზე დავით ნაპირელმა აღნიშნა : \"წლების განმავლობაში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი არ განხორციელებულა. საბოლოოდ გადაიჭრება გზის პრობლემა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში აწუხებდა ლაფანყურის მოსახლეობას. 2016 წლის გაზაფხულიდან უკვე დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები\".

ამ ეტაპზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულია ტენდერი ადგილობრივი გზის ნაფარეული–ლაფანყურის 3,15 – 9,15 კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საერთო ღირებულებით 3 010 775 ლარზე. ტენდერი 2016 წლის 11 მარტს დასრულდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
https://tenders.procurement.gov.ge/pu...

ვიდეოები „Telavi municipality"-ისგან