შოთა რეხვიაშვილი ინფრასტრუქტურის სამინისტროს 6 თვის ანგარიშზე
23 ივლისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, რეგიონების განვითარებისთვის გამოყოფილი თანხების ათვისების 6 თვის ანგარიშის წარადგინაზე იმყოფებოდა. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა, აუდიტორიას სიტყვით მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, კონკრეტული მონაცემებისა და პრიორიტეტული მიმართულებით უკვე შესრულებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე კი, მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების საერთო ბიუჯეტმა წელს, ჯამში 400 მილიონი ლარი შეადგინა, რითაც 6700 პროექტის განხორციელება იგეგმება. 1 ივლისის მონაცემებით, ამ მიზნობრივი ინსტრუმენტებით დაფინანსებული პროექტებიდან უკვე დასრულებულია 750-ზე მეტი, 3500-ზე მეტ პროექტზე მიმდინარეობს სამუშაოები, ხოლო 700-მდე პროექტზე საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად საჭირო პროცედურებია დაწყებული. რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ბიუჯეტი 310 მილიონი ლარია, რაც წინა წლის ბიუჯეტს 67 მილიონი ლარით აღემატება. შესაბამისად, ფონდიდან წელს 393 პროექტით მეტი, ჯამში კი 1201 პროექტი დაფინანსდება. 6 თვის მონაცემებით, უკვე დასრულებულია 40 მილიონი ლარის 137 პროექტი. ფონდის ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 37 მილიონით აღემატება და 62 მილიონ ლარს შეადგენს. ასეთი მკვეთრი პროგრესი რეგფონდის პროექტების მართვაში ერთი წლის წინ დანერგილმა სისტემურმა ცვლილებებმა განაპირობა. თანხების გადანაწილების ახალი მეთოდოლოგია წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებსა და წინა წლების შესრულების მაჩვენებლების მიხედვით შემუშავებულ სქემას ეფუძნება. #რეგიონებისგანვითარება2019 #ქვემოქართლი2019 #ინფრასტრუქტურა2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულში მიმდინარე პროექტებზე
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
მანგლისში სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა მიმდინარე...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
სოფელ კუმისში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი გრძელდება
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ევროსტანდარტების შესაბამისი განახლებული ავტოპარკი რუსთავში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
0
შოთა რეხვიაშვილი ევროკავშირის პროექტების შემაჯამებელ შეხვედრ...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია