ევროსტანდარტების შესაბამისი განახლებული ავტოპარკი რუსთავში
ათწლეულების განმავლობაში პირველად, რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი სრულად განახლდა. გარემოსთვის უსაფრთხო, ახალი მუნიციპალური ავტობუსებით, რუსთავის მოსახლეობის უმრავლესობა, მერიის მიერ დაწესებული შეღავათიანი ტარიფით იმგზავრებს. 22 ერთეული ახალი ავტობუსი რუსთაველებს, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვის მოხსნისთანავე, 8 თებერვლიდან მოემსახურება. უახლოეს მომავალში კი, ქალაქი დამატებით 18 ახალ სატრანსპორტო საშუალებას მიიღებს. EURO 5 - ის ტიპის ახალი ავტობუსები, რუსთავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში გადასცა, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერითაა შეძენილი. ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას - აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ავტობუსების ფუნქციონირების პროცესში ადგილზე დაცული იქნება COVID-19-ის პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციები - ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ჩატარდება დეზინფექცია. განახლებული ავტოპარკის პრეზენტაციას, საქართველოს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შენგელია, რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ რეგიონებში ავტობუსების პარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს. 2020 წელს, EBRD-ის მხარდაჭერით 7 ქალაქისთვის 183 ავტობუსია შესყიდული: ქუთაისი - 60, რუსთავი - 40, გორი - 30, ზუგდიდი - 25, თელავი - 10, ფოთი - 10, ბათუმი - 8 - ელექტროავტობუსი. აქედან 126 ავტოსატრანსპორტო საშუალება მუნიციპალიტეტებმა უკვე მიიღეს. #ქვემოქართლი2021 #რუსთავი2021 #განახლებულიავტოპარკი2021
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
0
განახლებული ავტოპარკი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ნაგავსაყრელი იმერეთში
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია
ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი კახეთსა და სამეგრელ...
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოში ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი რეგიონული ნ...
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ქვემო ქართლში ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ნაგავსაყრელი...
PalitraNews
სასწრაფო დახმარების ახალი მანქანები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 შეხვედრები ამომრჩეველთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster