ჩვენ გვიყვარს ჩვენი პლანეტა, შემოგვიერთდი შენც !

04/22/2018
RIC DOG-ის მიერ

დედამიწის დღესთან დაკავშირებით RICDOG-ის ინიციატივით საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებმა ადამიანებმა ვიდეო მიმართვები ჩაწერეს. ჩვენ ყველა ერთად პირობას ვდებთ, რომ გავუფრთხილდებით ჩვენს პლანეტას.
ჩვენ გვიყვარს ჩვენი პლანეტა, შემოგვიერთდი შენც !

22 აპრილი- დედამიწის საერთაშორისო დღე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. 1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.

#RICDOG #22აპრილი #დედამიწისდღე2018 #EarthDay2018 #ჩვენგვიყვარსჩვენიპლანეტა