პროექტი PCPP დასრულდა

11/03/2016
RIC DOG-ის მიერ

პროექტი \"Small Business Skills Workshops and Internship Program\" (PCPP) დასრულდა. შეხვედრაზე პროექტის კოორდინატორმა, მშვიდობის კორპუსის მოხალისემ ჯილ სიმპსონმა მიმოიხილა პროექტის განვლილი პერიოდი და ისაუბრა მის შედეგებზე. შეხვედრის ბოლოს, პროექტში ჩართულ თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებს გამოემუშავებინათ საჭირო უნარები ბიზნესის წარმოებისთვის. ერთ–ერთმა მონაწილემ (ბელა შალამბერიძე) უკვე დაიწყო საკუთარი ბიზნეს იდეის განხორციელება. RICDOG და კომპანია \"კარტლისი\" ერთობლივად განაგრძობს იდეის განხორციელებისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენას. აქვე აღვნიშნავ, რომ ბელა შალამბერიძემ სტაჟირება სწორედ, რომ კომპანია \"კარტლის აგროსისტემებში\" გაიარა. ასევე ერთ–ერთი მონაწილე მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ფარგლებში დასრულდა სტაჟირების პროცესი კვლავ აგრძელებს მას კომპანიის ინიციატივით. სტაჟირების დასრულებისთანავე პროექტის აწ უკვე ექს მონაწილე მუშაობას დაიწყებს მისივე სპეციალობით. ასევე, წარმატებით დასრულდა თანამშრომლობა ყველა იმ კომპანიასთან ვინც ჩართული იყო მიმდინარე პროცესში. შეგახსენებთ, რომ პროექტი 2 ეტაპისგან შედგებოდა. პირველი ეტაპი – მოიცავდა ორ თვიან ტრენინგ კურსების გამართვას. ტრენინგებს ატარებდნენ მშვიდობის კორპუსის მოხალისეები. მთავარი მიზანი შეხვედრების იყო ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო უნარების გამომუშავება. მეორე ეტაპი– მოიცავდა ადგილობრივ ბიზნესში სტაჟირების გავლას. მეორე ეტაპის მიზანი იყო მონაწილეებს პრაქტიკულად ენახათ თუ როგორ შეიძლება იმართებოდეს რეალური ბიზნესი. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციასთან ითანამშრომლეს: – კომპანია „კარტლის აგროსისტემები“ – სასტუმრო \"ნიკალა\" – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია \"ჯეო კაპიტალი\" – სასტუმრო და კაფე ბარი \"ძველი ქალაქი\" – საინფორმაციო სააგენტო \"TOPNEWS.COM.GE\" #RICDOG მადლობას უხდის თითოეულ მათგანს თანამშრომლობისთვის. აღსანიშნავია ის, რომ პროექტი მხარდაჭრილი იყო მშვიდობის კორპუსის მიერ და ასევე, დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკელებმა, რომლებმაც შემოწირულობის სახით გადმორიცხეს თანხა მისი განხორციელებისთვის. #RICDOG #PCPP #პროექტისდახურვა #მცირემეწარმეობა