სპს 2 დასრულდა

04/15/2016
RIC DOG-ის მიერ

#RICDOG -მა დღეს, 12 აპრილს, პროექტის „სამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭო 2“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

ღონისიძიებაზე პროექტის მონაწილეებმა პერფომანსის სახით გაიხსენეს გასული 7 თვიანი მუშაობის პროცესი. ასევე, სპეციალური ნომრებით იქნა წარმოდგენილი სპს თვეების მანძილზე მიღებული შედეგები.
ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. ხოლო სპს დახურვა სპეციალურად დაწერილი სიმღერის ფონზე მოხდა.

შეგახსენებთ, რომ პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და არასრულწლოვნების დანაშაულის რისკისგან დაცვა მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებით. მიზნიდან გამომდინარე მონაწილეებმა იმუშავეს 3 თემაზე: ნარკომანია, ტრეფიკინგი და ოჯახური ძალადობა. შეიმუშავეს 2 რეზოლუცია აღნიშნულ საკითხებზე. გააკეთეს სამოქმედო გეგმა ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების კუთხით, რომელიც 1 თვის განმავლობაში განახორციელეს.

პროექტში მონაწილეობას იღებდნენ სკოლის მოსაწავლეები, სტუდენტები და 30 წელს ზემოთ მყოფი პირები. 3 ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები ერთად მუშაობდნენ რეზოლუციებსა და სამოქმედო გეგმის შედგენა–განხორციელებაზე.

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” (RICDOG) ახორციელებს პროექტს ამერიკული ორგანიზაცია PH International, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მიერ დაფინანსებული „საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“ (GE CALLS) ფარგლებში. პროექტი 7 თვიანია და მისი მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და არასრულწლოვნების დანაშაულის რისკისგან დაცვა მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებით. პროექტის სახელწოდებაა „სამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭო - მოდელი, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისთვის.