სპს 2 მონაწილეებით უკვე დაკომპლექტდა
სპს 2 პროექტში მონაწილე მოსწავლე-ახალგაზრდების ვინაობა უკვე ცნობილია. "სამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭო 2" ფარგლებში მონაწილეების შერჩევა ჯეო-ქეშინგის საფუძველზე მოხდა. 8 გუნდი, ჯამში 61 მონაწილე, ცდილობდა პოინტების სწრაფი გავლითა და ფინალურ ადგილზე ასევე სწრაფი მისვლით პროექტში მოსახვედრი მოსაწვევი მიეღო. თითოეულ გუნდს საწყისი წერტილიდან 4 დაბრკოლება (პოინტი) უნდა გაევლო და განძის ადგილი ეპოვა. საშუალოდ ჯეო-ქეშინგი 3 საათი გაგრძელდა. პირველი გუნდი, რომელიც საბოლოო პოინტზე პირველები მივიდნენ სტუდენტებისგან დაკომპლექტებული იყო. მათ 2:30 წთ-ში შეძლეს მანძილის გავლა და განძის ადგილზე მისვლა. ჯეო-ქეშინგში მონაწილეებზე ვრცელდებოდა შიდა წესები, მათ შორის იყო: მონაწილეებს არ შეეძლო ტრანსპორტით სარგებლობა და პოინტიდან პოინტზე ფეხით უნდა მისულიყვნენ. პროექტი 30 მოსწავლე-ახალგაზრდით დაკომპლექტა. უკვე სამშაბათიდან, 27 ოქტომბრიდან, სპს 2 მონაწილეებს შეხვედრები კვირაში ორჯერ ჩაუტარდებათ. შეგახსენებთ, რომ პროექტი სპს 2 ფაზად იყოფა. პირველი ფაზის განმავლობაში 20 სკოლის მოსწავლე და 10 სტუდენტი იმუშავებენ კონკრეტული ქეისის ირგვლივ და შეიმუშავებენ რეზოლუციებს. საბოლოოდ საბჭოს სხდომაზე კი დაამტკიცებენ 1 რეზოლუციას და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, რომელიც დაეგზავნება სახელმჭიფო უწყისებს. მეორე ფაზიდან პროექტში შემოდის 10 ზრდასრული პირი. 35 წელს ზემოთ მყოფი პირები 30 მოსწავლე-ახალგაზრდასტან ერთად იმუშვებენ კონკრეტული პრობლების (ამბავის) ირგვლივ და ასევე ერთობლივი მსჯელობის საფუძველზე დაამტკიცებენ ერთ ერზოლუციას.
RIC DOG-ის სხვა ვიდეოები
02:30
Georgian For Foreigners - Lesson 18
02:00
ინსტრუქცია ჯომარდობაზე - RICDOG თავგადასავლების კლ...
04:55
ლევან ბერძენიშვილის შეხვედრა RICDOG წევრებთან
04:11
პროექტი PCPP დასრულდა
01:35
სამოქალაქო ინოვაციების ჰაბი – ვორკშოფი სამოქალაქო...
15:28
სამოქალაქო ინოვაციების ჰაბი - პროექტი დასრულდა
02:20
Georgian For Foreigners - Lesson 20
03:07
სპს 2 დასრულდა
მსგავსი ვიდეოები
35 წელს ზემოთ მონაწილეების შერჩევა დაიწყო
RIC DOG
სპს 2 დასრულდა
RIC DOG
სპს 1 - "Windows on The World"
RIC DOG
საინფორმაციო ხასიათის კამპანია
RIC DOG
სპს კინოჩვენებისთვის ემზადება
RIC DOG
საინფორმაციო ხასიათის აქცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში
RIC DOG
პროექტის შეჯამება სპს
RIC DOG
სპს II სხდომა და დამტკიცებული II რეზოლუცია
RIC DOG