ბურდულები 22--29 დეკემბერი 2011
22-29 დეკემბერი საქველმოქმედო კვირეული. ჩვენ გვიყვარს ბავშვები და ვერთიანდებით მათ დასახმარებლად. აქცია ტარდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით. http://www.gaertiandi.ge შემოწირულობების მიტანა შესაძლებელია ყოველ დღე 22-დან 29 დეკემბრის ჩათვლით. სამების საკატედრო ტაძარის სამრეკლოში,მეორე სარტულზე. ყველა ადამიანის მთავარი მისია, ამა თუ იმ ფორმით, უანგარო ქველმოქმედება და სიყვარულით ნაკეთები საქმეა. საქველმოქმედო აქცია იქნება ჩვენი მომავალითაობის ერთი ნაწილის, მზრუნველობამოკლებული, სხვადასხვა ასაკის მოზარდებისათვის, საახალწლო დღესასწაულის გალამაზება. მოხალისეთა ჯგუფი გთავაზობთ, მთელი საქართველოს მასშტაბით წამოვიწყოთ ჭეშმარიტად ქრისტიანულ-მამულიშვილური აქცია. თბილისსა და რეგიონებში არსებული ბავშვთა სახლების აღსაზრდელთა დასახმარებლად. ერთად მოვიძიოთ ყველა შესაძლო რესურსი, თუნდაც მცირედი, რითაც დავეხმარებით ჩვენს პატარა თანამოძმეებს. ყოველ თქვენთაგანს თანაბრად შეუძლია საკუთარი შესაძლებლობისა და სურვილის მიხედვით, შეაგროვოს ტანსაცმელი, წიგნები, ტექნიკა, სათამაშოები, საახალწლო აქსესუარები, არაფუჭებადი საკვები და ტკბილეული. (აქციის თანამონაწილენი მიზანმიმართულად ვაცხადებთ უარს ფულად შემოწირულობაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიკეთის ქმნა უფულოდაც შესაძლოა. მთავარი სურვილი და მონდომებაა). ჩავებათ ყველა ერთად, რათა გაჭირვების თანაზიარი გაუხდეთ ერთმანეთს და უფალი შეგვეწევა. ღმერთი არს სიყვარული. სიყვარული კი გვაერთიანებს.
მსგავსი ვიდეოები
მუსკულები 120 - ნიკას ნათესავი
Bezel Grey
ირაკლი ჩარკვიანის Tribute ალბომი – ქაღალდის გემი [2006]
Lasha Gabunia
ბურდულების საგვარეულო კავშირი - part 2
burdulebilomisa
ბურდულების საგვარეულო კავშირი - part 3
burdulebilomisa
ბურდულების საგვარეულო კავშირი - part 1
burdulebilomisa
მუხუდოს ბურთულები ტაბულეს სალათით
სხვა შუადღე
ენერგიის ბურთულები #2 / Energy Balls #2
LetsCookGe
ღუმელში გამომცხვარი კომბოსტოს და საქონლის ფარშის ბურთულები.B...
CHEF GIGA BAKES