დედალამაზიშვილი 22--29 დეკემბერი 2011
22-29 დეკემბერი საქველმოქმედო კვირეული. ჩვენ გვიყვარს ბავშვები და ვერთიანდებით მათ დასახმარებლად. აქცია ტარდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით. შემოწირულობების მიტანა შესაძლებელია ყოველ დღე 22-დან 29 დეკემბრის ჩათვლით. სამების საკატედრო ტაძარის სამრეკლოში,მეორე სარტულზე. ყველა ადამიანის მთავარი მისია, ამა თუ იმ ფორმით, უანგარო ქველმოქმედება და სიყვარულით ნაკეთები საქმეა. საქველმოქმედო აქცია იქნება ჩვენი მომავალითაობის ერთი ნაწილის, მზრუნველობამოკლებული, სხვადასხვა ასაკის მოზარდებისათვის, საახალწლო დღესასწაულის გალამაზება. მოხალისეთა ჯგუფი გთავაზობთ, მთელი საქართველოს მასშტაბით წამოვიწყოთ ჭეშმარიტად ქრისტიანულ-მამულიშვილური აქცია. თბილისსა და რეგიონებში არსებული ბავშვთა სახლების აღსაზრდელთა დასახმარებლად. ერთად მოვიძიოთ ყველა შესაძლო რესურსი, თუნდაც მცირედი, რითაც დავეხმარებით ჩვენს პატარა თანამოძმეებს. ყოველ თქვენთაგანს თანაბრად შეუძლია საკუთარი შესაძლებლობისა და სურვილის მიხედვით, შეაგროვოს ტანსაცმელი, წიგნები, ტექნიკა, სათამაშოები, საახალწლო აქსესუარები, არაფუჭებადი საკვები და ტკბილეული. (აქციის თანამონაწილენი მიზანმიმართულად ვაცხადებთ უარს ფულად შემოწირულობაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიკეთის ქმნა უფულოდაც შესაძლოა. მთავარი სურვილი და მონდომებაა). ჩავებათ ყველა ერთად, რათა გაჭირვების თანაზიარი გაუხდეთ ერთმანეთს და უფალი შეგვეწევა. ღმერთი არს სიყვარული. სიყვარული კი გვაერთიანებს. http://www.gaertiandi.ge
მსგავსი ვიდეოები
ხარ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანი - გიგი დედალამაზიშვილი
ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი
გუნდას ნიღბის მიღმა გიგი დედალამაზიშვილი იმალებოდა
TV IMEDI
"პიკის საათი" 12.04.17 "რე-პრეზენტაცია" - გიორგი სუხიტაშვილი...
Georgian Public Radio
მამუკა ჩარკვიანი - დაბრუნება (მთლიანი ალბომი)
Nodarisan
სიკეთე მარტივია | გიგი დედალამაზიშვილის ახალი სახლი 22-ე სარ...
POSTV - ანალიტიკა
გიგი დედალამაზიშვილი, მარინა კარპი და ციცი ფალავანდიშვილი ღა...
TV IMEDI
გიგი დედალამაზიშვილი
Mamuka Jangulashvili
სტეფანე დედალამაზიშვილი
Tiko dedalamazishvili