ზუგდიდში დევნილებმა საზოგადოებრივი დარბაზი „აფხაზეთი“ დააფუძნეს

06/10/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში საზოგადოებრივი დარბაზი \"აფხაზეთი\" დაფუძნდა. შეხვედრა კულტურის ცენტრ „ოდიშის“ შენობის წინ შედგა. შეკრებილებს აღნიშნული სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ათ პუნქტიანი რეზოლუცია წარადგინეს. მათი მთავარი მოთხოვნა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დახმარების თანხის გაზრდა, დევნილი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში უფასო სწავლება და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაა.

„აფხაზეთის“ ერთ-ერთი დამფუძნებელის დემურ სოტკილავას თქმით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი პერმამენტულ აქციებს გამართავენ.

,, დევნილები ხელისუფლებისგან ითხოვენ მეტ თანადგომას. თუ შესაბამისი უწყებები არ წამოვიდა დარბაზთან შეხვედრაზე, თუ არ მოხდა იმ რეზოლუციით გათვალისწინებული პუნქტობრივად პრობლემების მოგვარება, მაშინ ამ ყველაფერს მოყვება პერმამენტული აქცია და შიმშილობა ’’,- თქვა სოტკილავამ.

ამასთან, შეხვედრაზე დევნილების ფულადი შემწეობის გაზრდის მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდა.

,, გაჭირვებაში ვცხოვრობთ, 45 ლარით თავს ვერ ვირჩენთ. ველოდებით მომატებას, იმ შემთხვევაში თუ არ დაკმაყოფილდა ეს პირობები, მაშინ ფეხით ჩავალთ თბილისში ’’,- თქვა ერთ-ერთმა დევნილმა.


Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან