ზუგდიდში საზოგადოებრივი მოძრაობა...
ზუგდიდში საზოგადოებრივი მოძრაობა „სოლიდარობა" დაფუძნდა. აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 20 წელი გავიდა.ამ თრიღთან დაკავშირებით ზუგდიდის კულტურის სახლში ყოფილი გვარდიელები შეიკრიბნენ და 20 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს.აფხაზი და ქართველი ხალხის შესარიგებლად და ამ კუთხით ქმედეითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით დღესვე მოხდა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის „სოლიდარობა" ჩამოყალიბება.მოძრაობის დაფუძნება სხვა ქალაქებშიც იგეგმება. აფხაზეთის ომში მებრძოლები ყოველ 14 აგვისტოს ზუგდიდში ბოლო 20 წელია იკრიბებიან. 20 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, რომელიც ომში გადაიზარდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა ე.წ. "აფხაზურმა გვარდიამ", ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. 1992 წლის 3 სექტემბერს, მოსკოვში ედუარდ შევარდნაძე და ბორის ელცინი შეხვდნენ ერთმანეთს. ხელი მოეწერა დოკუმენტს ცეცხლის შეწყვეტის, აფხაზეთიდან ქართული სამხედრო ტექნიკის გაყვანისა და დევნილების დაბრუნების შესახებ. დოკუმენტის პირობები არ შესრულებულა და აფხაზეთში საომარი შეტაკებები გაგრძელდა. დაუზუსტებელი მონაცემებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქიტის დროს 16 ათასი ადამიანი დაიღუპა - 10 000 ქართველი და 4 000 აფხაზი. ომამდე რეგიონში 537 000 მოქალაქე ცხოვრობდა, დღეს აფხაზეთიდან 300 ათასამდე ათასი დევნილია. http://www.odishi.ge/ http://www.facebook.com/odishitv/
მსგავსი ვიდეოები
ფოსტის გენერალურ დირექტორს ზუგდიდის ფილიალის თანამშრომლები დ...
Radio Atinati
"ტყის ძმების" ყოფილი მეთაური შესაძლოა ახალ საზოგადოებრივ მოძ...
Radio Atinati
ზაქარია როჭიკაშვილის სიტყვა ქეთი სესიაშვილის ფილმზე "ჩემი სა...
PK TV2
ზაქარია როჭიკაშვილი: 31 მარტი ზვიად გამსახურდიას იუბილე; რეფ...
PK TV2
ზაქარია როჭიკაშვილის სიტყვა ჯიხაშკარში, პრეზიდენტ გამსახურ...
PK TV2
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ 70-მდე წევრმა დატოვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 ვითარება ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster