ზაქარია როჭიკაშვილის სიტყვა ჯიხაშკარში, პრეზიდენტ გამსახურდიას დროებით საფლავზე. PKTV, 29.03.19
● გვესტუმრეთ: http://pktv.ge საზოგადოებრივი მოძრაობა " საქართველოს შვილების" ლიდერ ზაქარია როჭიკაშვილის სიტყვა (ამონარიდი რეპორტაჟიდან) ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში, სადაც არის დროებითი საფლავი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასი. ანუ ადგილი, სადაც ზვიად გამსახურდიას ერთგულმა პირებმა 1994 წლის იანვრის დასაწყისში დროებით დაკრძალეს პრეზიდენტ გამსახურდიას ნეშტი, ჯონსონ კვარაცხელიას სახლის ეზოში. ჯიხაშკარში პრეზიდენტის საფლავის მონახულების შემდეგ ქალაქ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა საღამო, რომლის წამყვანი გახლდათ ეროვნული მოძრაობის წევრი მამუკა ხუბუა. საქართველოს საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის 28-ე წლისა და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი 2019 წლის 29 მარტს, ქალაქ ზუგდიდის ჭადრაკია სასახლეში გაიმართა საღამო, რომლის ინიციატორებიც საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის სარდლობა გახლდათ. ქალაქ ზუგდიდში გამართულ ამ საღამოზე, ნაჩვენები იყო ჟურნალისტ ქეთი სესიაშვილის დოკუმენტური ფილმი პრეზიდენტ გამსახურდიაზე, სახელწოდებით: "ჩემი საქართველოს ჩემი პრეზიდენტი !" ასევე მეორე ძირითადი სათაურით: "სამშობლოს შეწირული პრეზიდენტის საიუბილეო საჩუქარი ქართველ ერს (მეორე სათაურის ავტორი დავით ქობალიაა)! "ფილმის პრემიერაც 29 მარტის ამ საღამოზე შედგა. ასევე ამ ფილმის პრემიერა ექსკლუზიური უფლებით შედგა ტელეკომპანია PKTV-ს ეთერში. ჟურნალისტ დავით ქობალიას (კრწანისის რ-ნის პრეფექტი) შეფასების, ეს ერთადერთი ქართულ-ეროვნული ტელეკომპანია PKTV-ს მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმია, რომელიც მაყურებელმა აუცილებლად უნდა ნახოს. ფილმის "ჩემი საქართველოს ჩემი პრეზიდენტი !", რომელიც უნდა მიიღოთ, როგორც: "სამშობლოს შეწირული პრეზიდენტის საიუბილეო საჩუქარი ქართველ ერს!", სცენარის ავტორი, რეჟისორი და მემონტაჟე გახლავთ ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი. პროდუსერი ზაქარია როჭიკაშვილი. 29 მარტის სრულ რეპორტაჟს ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან ტელეკომპანია PKTV უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ. დღეს კი ნახეთ ამონარიდები ამ საღამოდან. საღამოს წამყვანი: ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი მამუკა ხუბუა. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ზუგდიდის ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "მახარია". რეპორტაჟი გადაიღო კონსტანტინე ფორჩხიძემ. ● შემოგვიერთდით: https://www.facebook.com/pktv.ge/ ● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV ●
PK TV2-ის სხვა ვიდეოები
მე-2 ნაწ. 1992 წლის მიტინგების დარბევები; 'იბერია...
წმიდანთა სასწაულები ჩვენს ცხოვრებაში, PKTV იხსენებ...
ქარდავები ჯვარის ბატალიონიდან : პრეზიდენტ გამსახუ...
PKTV- ს დოკუმენტური ფილმი "შეხვედრა მუჟავაში ჯვარ...
მე- 2 ნაწ: ექსკლუზივი ზ. გამსახურდიასა და პუტჩზე,...
1-ლი ნაწ: ექსკლუზივი ზ. გამსახურდიასა და პუტჩზე, ლ...
1-ლი ბლოკი: ბრინჯაოში გაცოცხლებული უკვდავება - პრე...
#1 ფეხზე ადექით, სასამართლო მოდის! ვინ არის დამნაშ...
მსგავსი ვიდეოები
ზაქარია როჭიკაშვილის სიტყვა ქეთი სესიაშვილის ფილმზე "ჩემი სა...
PK TV2
ზაქარია როჭიკაშვილი: 31 მარტი ზვიად გამსახურდიას იუბილე; რეფ...
PK TV2
ზაქარია როჭიკაშვილის სიტყვით გამოსვლა ზუგდიდში. PKTV, 26.05....
PK TV2
PKTV. გასტროენტეროლოგიური კლინიკა "ესკულაპი". ხათუნა ფაცაც...
PK TV2
2022 წ. 17 ოქტომბრიდან იხსნება ექიმ ზაქარია როჭიკაშვილის გას...
PK TV2
PKTV. გასტროენტეროლოგიური კლინიკა "ესკულაპის" დაფუძნებელი ზ....
PK TV2
PKTV. იურისტ მარიამ დემეტრაძის სიტყვა სინდისის პატიმარ ირა...
PK TV2
დავით ქობალიას სიტყვა. 31 მარტი ზვიად გამსახურდიას იუბილე; რ...
PK TV2