"ტყის ძმების" ყოფილი მეთაური: ღმერთმა დამიფაროს პოლიტიკაში მოსვლა
ზუგდიდში ენგურ-ქაღალდ კომბინატში, კულტურის სახლის შენობის წინ საზოგადოებრივი დარბაზის "აფხაზეთი" დაფუძნებასთან დაკავშირებით შეხვეშრა მიმდინარეობს, რომელსაც "ტყის ძმების" ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით შენგელიაც ესწრება. მისი თქმით, ის საზოგადოებრივი დარბაზის რიგითი წევრია და სხვებთან ერთად დევნილების პრობლემების გადაჭრის გზებზე იმუშავებს. ,,ღმერთმა დამიფაროს პოლიტიკაში მოსვლა. მოგეხსენებათ, რომ 25 წელი გავიდა მას მერე რაც დევნილობაში ვიმყოფებით. ხალხი არის გაჭირვებულ მდგოამრეობაში, უმრავლესობას არ აქვს სახლი... ამის გარდა, 45 ლარიანი შემწეობა გვეძელვა, როცა საარსებო წყარო არის 168 ლარი. ცოდვაა ეს ხალხი და მინდა, რომ მათ შემწეობა გაეზარდოს. მე არ ვარ ამ საზოგადოებრივი დარბაზის დამფუძნებელი, ერთ-ერთი წევრი ვიქნები ", - თქვა დავით შენგელიამ. დღეს დევნილებმა ზუგდიდში საზოგადოებრივი დარბაზი "აფხაზეთი" დააფუძნეს. მისი წევრების თქმით, მათი მიზანია დევნილების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. შეხვედრას იძულებით გადაადგილებული პირები, საზოგადოებრივი დარბაზის დაფუძნებლები და მისი წევრები დაესწრნენ. Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
"ტყის ძმების" ყოფილი მეთაური შესაძლოა ახალ საზოგადოებრივ მოძ...
Radio Atinati
ზუგდიდში პარკირების მოსაწყობად გამოცხადებული აუქციონი
Radio Atinati
დათო შენგელიას ისტორია - “საქართველოს დაბადება” (სრული გადაც...
Girchi • გირჩი
შამგონას მოსახლეობა ენგურის სანაპიროდან ქვა-ღორღის ამოღებას...
Radio Atinati