შამგონას მოსახლეობა ენგურის სანაპიროდან ქვა-ღორღის ამოღებას აპროტესტებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ადგილობრივემა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა მდინარე ენგურიდან ქვა-ღორღის გატანასა და კარიერის ამოღების სამუშაოებს აპროტესტებს. მათი თქმით, აღნიშნული სამუშაოების დროს გარდა ეკოლოგიურ საფრთხისა, საძოვრების მიტაცება ხდება. გარდა ამისა, მათივე განმარტებით, სოფელი ე.წ. წითელი ზონაა და წყლის დონის მომატების შემთხვევაში, დატბორვის საშიშორება არსებობს. ერთ-ერთი ადგილობრივის ლაშა ბეჭვაიას თქმით, რამდენიმე დღის წინ ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ენგური ადიდდა და ჯებირები გაარღვია. კარიერების ამოღების შემთხვევასი კი, მოსახლეობას დიდი ზიანი მიიდგება. "კარიერების ამოღების შემთხვევაში, ძალიან ცუდი შედეგები მოყვება ამას, ამიტომაც მოსახლეობა ითხოვს, რომ კარიერები სხვა ადგილას გადაიტანონ. შამგონელები ამას არ დათმობენ", -აღნიშნა ლაშა ბეჭვაიამ. აქციაზე სამუშაოების მწარმოებელი სამშენებლო კომპანია დირექტორი მანუჩარ ჩანგელია იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ გარემოს დაცვის სააგენტოს ლიცენზია აქვს და ყველა დოკუმენტაცია წესრიგში აქვს. "ღია აუქციონზე შევიძინეთ ლიცენზია ქვა-ღორღის მოპოვებაზე და სამუშაოებს, თითქმის, ორი თვეა, ვაწარმოებთ", - განმარტა ჩანგელიამ.აქციის მონაწილეებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა " და პარტიის რეგიონულის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძეც მისი შეუერთდა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოების ჩატარებაში ტყის ძმების ერთ-ერთი დამფუძნებლის დათო შენგელიასა და გუბერნატორ ლევან შონიას ბიზნეს ინტერესებია."გაუგებარია, რის საფუძველზე გასცა ნებართვა სამინისტრომ. ამ სამუშაოების შედეგად მოსახლეობა დატბორვის საშიშროების წინაშე დგას. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ პროცესს და მხარს დავუჭერთ ადგილობრივებს", - აღნიშნა წითლიძემ. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბრალდება აბსურდია და ლევან შონიას ამ საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
პარანორმალური მოვლენა და შეშინებული მოსახლეობა შამგონაში
Radio Atinati
„თავისუფალმა საქართველომ“ ზუგდიდში კანდიდატები წარადგინა
Radio Atinati
სოფელ შამგონას ისტორია (09.10.2015)
Radio Atinati
სოფელ შამგონას დატბორვა ემუქრება
info9 info99
სოფელ შამგონას საექიმო ამბულატორიის ექიმი, ქალბატონი გულნაზ...
NEOGENI
#რაგბიაქაურობას სოფელ შამგონას ესტუმრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსი სამხედროების მიერ დაკავებული შამგონას მკვიდრი გაათავისუ...
Radio Atinati
"დილა პირველზე\
პირველი არხი Georgian Public Broadcaster