ზუგდიდში პარკირების მოსაწყობად გამოცხადებული აუქციონი

04.07.2017 01:13

"ქალაქ ზუგდიდში პარკირების მოსაწყობად გამოცხადებულ აუქციონში კომპანია „თაუნ პარკმა“ გაიმარჯვა", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ანი წითლიძემ განაცხადა. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული კომპანია გუბერნატორ ლევან შონიასა და „ტყის ძმების“ ყოფილი მეთაურის დათო შენგელიას ახლობლების ნოდარ ესათიასა და ნიკოლოზ შელიას მფლობელობაშია. წითლიძემ ადგილობრივი ხელისუფლება მიკერძოებასა და საკუთარი ბიზნეს ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. „ჩვენი ინფორმაციით, გუბერნატორისა და ქალაქის მერის მეშვეობით ზეწოლა მოახდინეს ყველა იმ კომპანიაზე, რომელსაც სურდა აუქციონში მონაწილეობის, დაემუქრნენ სუს-ით, რომ თუ ისინი მიიღებდნენ მონაწილეობას ან გააჟღერებდნენ ინფორმაციას ამის შესახებ, მათ ექნებოდათ პრობლემები“, - აღნიშნა წითლიძემ. ის ქალაქის მერიას მოუწოდებს, გაასაჯაროოს გამარჯვებული კომპანია და იმ ხელშეკრულების პირობები, რომელსაც მერია მასთან დასადებად ამზადებს. თავის მხრივ, გუბერნატორ ლევან შონიას ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პარკირების საკითხი თვითმმართველობის გადასაწყვეტია და რწმუნებულის ადმინისტაციის კომპეტენცია არ არის. ოპოზიციური პარტიის ბრალდებას კი ლევან შონიას იმიჯის შელახვის მცდელობად აფასებენ. „რაც შეეხება, თქვენ მიერ დასახელებულ პირებს, რომელსაც ქალბატონი წითლიძე ვითომ გუბერნატორის მეგობრებად უსახელებს მედიას, არათუ გუბერნატორის ახლობლები არა არიან, არამედ მათ ლევან შონია არც კი იცნობს“, - განმარტავენ გუბერნატორის პრესსამსახურში. ქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აუქციონში გამარჯვებული ვინაობაც და ამასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია უახლოესი 15 დღის განმავლობაში გასაჯაროვდება. „არაფერი დასამალი არ არის. კანონით დადგენილი წესით, 15 დღის ვადაში უნდა მომზადდეს და გაფორმდეს კონტრაქტი, მანამდე კომპანიის დასახელების უფლება არ გვაქვს“, - აღნიშნა ქალაქის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაია ღუბელაძემ. ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის მერიამ პარკირების ტერიტორიის მოსაწყობად 12 300 კვ. მ. მიწას 10 წლიანი იჯარით გასაცემად ელექტრონულ აუქციონი გამოაცხადა. აუქციონი 29 ივნისს დასრულდა. აუქციონის პირობების მიხედვით, პარკირება ქალაქის შემდეგ ქუჩებზე მოეწყობა: კედიას, კიკალიშვილის, ნარმანიას, რუსთაველის, კიტიას, მარცხენა სანაპიროს, გ. გულუას, კოსტავას, ი.მეუნარგიას, აღმაშენებლის, ასევე, ქუჯისა და კედიას ჩიხებსა და ზვიად გამსახურდიას გამზირზე.პარკირება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 17 დეკემბერს მიღებული დადგენილების შესაბამისად მოეწყობა. პარკირების მოსაწყობად ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ 16 ივნისს მიიღო. რაც შეეხება კომპანია "თაუნ პარკს" ზუგდიდის მერიაში სააქციო საზოგადოების წარმომადგენლებმა პარკირების სისტემის შესახებ პრეზენტაცია მიმდინარე წლის იანვარში გამართეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ზუგდიდის საკრებულომ „თაუნ პარკისთვის“ ტერიტორიის გადაცემას მხარი არ დაუჭირა
03:03

ზუგდიდის საკრებულომ „თაუნ პარკისთვის“ ტერიტორიის გადაცემას მ...

Radio Atinati

პარკირების საკითხის განხილვას ქალაქის საკრებულოში ხმაური მოჰყვა
03:28

პარკირების საკითხის განხილვას ქალაქის საკრებულოში ხმაური მოჰ...

Radio Atinati

არის თუ არა პარკირების პრობლემა ზუგდიდში და როგორ შეიძლება მოგვარდეს ის - მძღოლების აზრი
01:46

არის თუ არა პარკირების პრობლემა ზუგდიდში და როგორ შეიძლება მ...

Radio Atinati

TI-ს შეხვედრა, შენიშვნები „თაუნ პარკს“, რეკომენდაციები და წარმომადგენლის პასუხები
05:03

TI-ს შეხვედრა, შენიშვნები „თაუნ პარკს“, რეკომენდაციები და წა...

Radio Atinati

ზუგდიდში ენმ-მ თვითმმართველობის საქმიანობის 100 დღე შეაფასა
02:58

ზუგდიდში ენმ-მ თვითმმართველობის საქმიანობის 100 დღე შეაფასა

Radio Atinati

ზუგდიდის მაჟორიტარი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
02:20

ზუგდიდის მაჟორიტარი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენ...

Radio Atinati

\"თაუნ პარკის“ შემოთავაზება პარკირების საკითხთან დაკავშირებით
03:05

"თაუნ პარკის“ შემოთავაზება პარკირების საკითხთან დაკავშირებით

Radio Atinati

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საკრებულოსთვის წარსადგენი პეტიციები განიხილეს
02:21

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საკრებულოსთვის წარსადგენი პე...

Radio Atinati

ყველა ვიდეო