დადიანების მუზეუმმა, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი დამთვალიერებელი 2021 წლის 2 მარტს მიიღო
#დადიანებისმუზეუმი ##ეკატერინესსასახლე #Covid19 მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა და რეგულაციების შემსუბუქება ეტაპობრივად დაიწყო, საქართველოში კულტურის რამდენიმე დაწესებულება გაიხსნა. დადიანების მუზეუმმა, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი დამთვალიერებელი 2021 წლის 2 მარტს მიიღო. მთელი კვირის განმავლობაში, ეკატერინეს სასახლეს 70 - მდე ვიზიტორი ჰყავდა. მუზეუმში, როგორც თანამშრომლებისთვის, ისე დამთვალიერებლებისთვის უსაფრთხოების ყველა პირობაა შექმნილი: ნებისმიერი სტუმარი ვალდებულია, ატაროს პირბადე, გაიზომოს სიცხე, გაიაროს დეზობარიერი და ხელები სპეციალური ხსნარით დაიმუშაოს. ამ ეტაპზე ვიზიტორებს მხოლოდ ეკატერინეს სასახლის დათვალიერება შეუძლიათ. ის ოთახები, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა რთულია, დახურული რჩება. დახურულია ნიკოსეული სასახლეც. ,,მუზეუმი 2020 წლის პირველ მარტს დაიხურა. დავაწესეთ მორიგეობა. ძირითადად დადიოდნენ მეთვალყურეები, ფონდის მცველები, ასევე დამლაგებლები, რომლებიც ასუფთავებდნენ დარბაზებს და 2-3 საათით ანიავებდნენ. პანდემიამდე დამთვალიერებელს არ ვუჩიოდით. ბოლო წლებში ძალიან ბევრი უცხოელი შემოდიოდა მუზეუმში. ვფიქრობ, როცა კომენდანტის საათი მოიხსნება და გზები გაიხსნება, უფრო მეტი დამთვალიერებელი გვეყოლება. როცა მუზეუმი დაკეტილი იყო, თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებს დაურეკავთ და უკითხავთ, მუზეუმს ხომ ვერ გავაღებდით. ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ და ვიცავთ რეგულაციებს, ერთდროულად ათი კაცზე მეტის შემოშვება არ შეიძლება, დარბაზში უნდა იყოს დისტანცია, სასახლეში არის პატარა ოთახები და მხოლოდ ერთი ან ორი კაცი თუ დადგება მეტი არა’’, - გვითხრა მუზეუმის დირექტორმა. მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას თქმით, კორონავირუსის პიკურ პერიოდში მეთვალყურეები, ფონდის მცველები და დამლაგებლები შეზღუდული სამუშაო გრაფიკით მუშაობდნენ. თანამშრომლებმა სამსახურში სიარული ივნისში, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ დაიწყეს, თუმცა რეგულაციები არ დაურღვევიათ და მუზეუმის დათვალიერების მსურველთათვის დაკეტილი სასახლე არ გაუხსნიათ. პანდემიის დროს მუზეუმის ფეისბუკ გვერდი გააქტიურეს და სხვადასხვა სახის შემეცნებითი ფოტო-ტექსტური მასალა და საინტერესო ისტორიები შესთავაზეს ვირტუალურ დამთვალიერებელს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გიორგი სიგუა: მომავალ წელს GEM-FEST ერთი თვის განმავლობაში გ...
Radio Atinati
დადიანების სასახლიდან ჩამოტანილ უნიკალურ ნივთებს ხელოვნების...
TV IMEDI
ზუგდიდში მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებულები და...
Radio Atinati
დადიანების სასახლის ეზოში GEM FEST-ის კლიპის პრეზენტაცია გაი...
STV NEWS
დადიანების სასახლეში ჭერი ჩამოიშალა
რადიო თავისუფლება
დადიანების მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხო...
Radio Atinati
დადიანების სასახლის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია 12 მილიონი...
TV IMEDI
დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერ...
Radio Atinati