ბოტანიკურ ბაღში შესვლა შესაძლოა ფასიანი გახდეს
რეაბილიტაციის შემდეგ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი იქნება. ამის შესახებ ირაკლი გოგოხიამ ქალაქის მერიაში გამართულ საჯარო შეხვედრაზე განაცხადა. ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმების განხილვისას მერმა აღნიშნა, რომ ჯერ არ არის დაზუსტებული, თუ რა საფასურის გადახდა მოუწევთ მოქალაქეებს ბაღის შესასვლელად. „შემოსული თანხა მთლიანად ბაღის მოვლა-პატრონობას მოხმარდება“, - აღნიშნა ქალაქის მერმა. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ბაღს პირვანდელი სახე დაუბრუნდება და სამუშაოების მიმდინარეობისას გარემოზე მავნე ზემოქმედება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. „სამუშაოების დროს გამოიყოფა მტვერი და ემისიები, იქნება ხმაური და ვიბრაციები, ამასთან იქნება ნარჩენების გამოყოფაც, მაგრამ კონტრაქტორი, ვინც ბაღში სამუშაოებს განახორციელებს, ვალდებული იქნება გარემო მავნე ზემოქმედებისგან დაიცვას. მას განესაზღვრება სამუშაო მარშრუტი და სამუშაო საათებიც“ - აღნიშნა მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ქეთევან პაპაშვილმა. პროექტი ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების და ტბის პირვანდელი სახით აღდგენას, საფეხმავლო ბილიკების, განათების, რეკრეაციული ზონისა და საჯინიბოს მოწყობას ითვალისწინებს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RMIDPS) ფარგლებში ხორციელდება. მას მსოფლიო ბანკი აფინანსებს. ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის საჯარო განხილვას ადგიმობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ბათუმობაზე ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება
TV 25
უნდა იყოს თუ არა ფასიანი ბოტანიკურ ბაღში შესვლა - ზუგდიდელებ...
Radio Atinati
ახალგაზრდები ბოტანიკურ ბაღში
Radio Atinati
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საათი" გაიმარ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ბოტანიკური გვეკუთვნის ხალხს - აქცია ზუგდიდში
Radio Atinati
იმედის კვირა - 30 აპრილი, 2023 წელი
TV IMEDI
შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი გაიხსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო