უნდა იყოს თუ არა ფასიანი ბოტანიკურ ბაღში შესვლა - ზუგდიდელების აზრი

29.04.2022 02:54

მას შემდეგ, რაც ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი გახდა, ამ თემის გარშემო კამათი არ წყდება. საზოგადოების, მათ შორის, ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ზუგდიდელებს ბოტანიკური ბაღით სარგებლობა უფასოდ უნდა შეეძლოთ. ადგილობრივი ხელისუფლების არგუმენტია, რომ ფასის დაწესება შემოსავლების გაზრდას უწყობს ხელს. რადიო "ათინათი" ამ თემაზე ზუგდიდელების აზრით დაინტერესდა და მათ კითხვით ქალაქის ქუჩებში მიმართა. რესპონდენტების უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო უნდა იყოს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / radioatinati.ge   Twitter:   / atinati1059   Instagram:   / radioatinati1059fm

გაზიარება: