თუ მთელი ქვეყანა იქნება დაკეტილი, კი ბატონო, მაგრამ მთელი ქვეყანა გახსნილია და სასაფლაოს კეტავთ?!
04/28/2022
გიორგი ფხაკაძე #drpkhakadze-ის
მიერ
Paris 29/04/2021
„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“
1.მინდა ძალიან მაგარი ამბით დავიწყო - პირდაპირ ეთერში ვაცხადებ, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკა „ჰებემ“ (თბილისი, ცაგარელის ქ. 3) პირველმა გაიარა საქართველოში დამოუკიდებელი აკრედიტაცია და მიენიჭა ორგანიზაციის - „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“, ფრანგული სერტიფიკატი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და ისტორიული მომენტია. ვულოცავ კლინიკა „ჰებეს“!
2.თამამად გეუბნებით, რომ კლინიკა „ჰებე“ არის უსაფრთხო, ზრუნავს პაციენტებზე, ფიქრობს თანამშრომლებზე და მისთვის ხარისხი უმთავრესია.
3.უკვე 31-მა სამედიცინო დაწესებულებამ გადაწყვიტა, მიიღოს მონაწილეობა დამოუკიდებელი აკრედიტაციის პროცესში. წარმოდგენილია ჯანდაცვის მთელი სპექტრი - რამდენიმე ჰოსპიტალი, ამბულატორიული კლინიკა, სტომატოლოგიური კლინიკა, ესთეტიური მედიცინის ცენტრი.
4.დღეს კიდევ ერთი, ძალიან სერიოზული საავადმყოფო დაგვემატა, ეს არის „მედულა“. მოკლედ, ამ ეტაპზე ჩვენთან აკრედიტაციას გადიან ძალიან სერიოზული საავადმყოფოები - „მედიქლაბი“ და „მედულა“;
5.გაფართოვდა გეოგრაფიული არეალი. მოგვმართეს დაწესებულებებმა, რომლებიც მდებარეობენ: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გურჯაანში, ბორჯომში, ცაგერში, რუსთავში, გარდაბანში... 31 ორგანიზაციიდან 12-თან უკვე გაფორმებულია იურიდიული კონტრაქტი;
7.ჩვენი კონცეფციაა, ვეძებოთ ის ხალხი, ვინც ფიქრობს პაციენტებზე, ფიქრობენ ხარისხზე და ფიქრობენ მომავალზე.
8.გახსოვთ, რომ ვატარებდით გამოკითხვას, რომელი როგორი კლინიკაა. დაახლოებით 2000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, განსაკუთრებით ქსელურ საავადმყოფოებს ყველაზე დაბალი ქულები და ცუდი შეფასებები ჰქონდათ.
9.მივიღე ასეთი გადაწყვეტილება - კლინიკებს, რომლებსაც არც კი სურთ აკრედიტაციის გავლა, მათზე ლაპარაკსაც არა აქვს აზრი, გასაგებია მათი პრიორიტეტები. ჩვენ გვაქვს კარგი კლინიკები, ძალიან კარგი კლინიკები და კლინიკები, რომლებზედაც არ ვასაუბრიბთ.
10.აკრედიტაციის პროცესი გრძელდება. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში კიდევ რამდენიმე სამედიცინო ორგანიზაცია მიიღებს აკრედიტაციას.
11.ნელა, მაგრამ მტკიცედ მივდივართ წინ - ჩვენ ვაშენებთ ხარისხიან ჯანდაცვას, ჩვენ ვაშენებთ საქართველოს!
12.კიდევ ერთი სიახლე - იმ კვირიდან ვიწყებთ მუშაობას უწყვეტი სამედიცინო განათლების მიმართულებით. შეიკრიბა ტექნიკური ჯგუფი უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით. ჩვენ გვექნება უწყვეტი სამედიცინო განათლების საერთაშორისო CM ქულების მინიჭება. ყველა, ვისაც აქვს სურვილი, ჩაატაროს ტრენინგი, ეს შეიძლება იყოს პიროვნება ან ორგანიზაცია, უნდა შემოიტანოს განაცხადი და პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებს აკრედიტაციას.
ახლა ქართული პრესის მიმოხილვა
1.ტვ პირველმა ერთ-ერთ გადაცემაში ანტივაქსერად გამომიყვანა. ამ ტელევიზიისთვის არაერთი ინტერვიუ მიმიცია. ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. ახლა რა დაგემართათ, ვერ გავიგე. ახლა ვუყურებდი, ვიღაც ქართველი საოცრებებს ყვებოდა, რა ხდება დელიში. სად ნახეთ ასეთი რესპოდენტი?
2.მე აგიხსენით, რომ ინდოეთში ახლა პოლიტიკურად მწვავე პერიოდია, დაპირისპირებაა კონგრესის და ბიჯიპის პარტიებს შორის. ცენტრალური მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ დაბლოკოს ინფორმაცია ეპიდემიაზე, მედიასაშუალებებს სწორი ინფორმაციის გავრცელებას უკრძალავს, ვისაც ვერ უკრძალავს, მთთან რეკლამებს ყიდულობენ და ამ გზით ბლოკავენ სიმართლეს.
3.საქართველოშიც ასეა, ვერ გაარკვიეს, ფხაკაძე ვის მხარესაა, არც ერთი პოლიტიკური ძალის მხარეს მხარეს არა ვარ, მე ვარ სიმართლის მხარეს. ზოგიერთები ჩემს წინააღმდეგ ფასიან სტატიებს უკვეთავენ.
4.ახლა რაც შეეხება „რეზონანსინიუსს“. მათ დაწერეს, თითქოს მე ახლა ვთქვი, რომ ქვეყანა უნდა ჩავკეტოთ. არ მითქვამს, ეს არის ტყუილი. რატომ კადრულობთ ამას?
5.მაგალითად, გუშინ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დავითაიამ ცილი დამწამა. რა არის ეს ტყუილების ტირაჟირება?! სხვათა შორის, „ასავალ-დასავალში“ ჩემზე რამდენიმე პუბლიკაცია იყო, საკმაოდ ობიექტური. ეს ჟურნალისტი ვინაა?! ხმამაღლა ვაცხადებ, ყველა მედიასაშუალებას ჰყავს თავისი მკითხველი და მაყურებელი და ყველას პატივს ვცემ. ყველა მირეკავს და ვპასუხობ. დამირეკეთ, გაგცემთ პასუხს, რატომ წერთ ზოგიერთები ტყუილებს? ამით საკუთარ თავს და საზოგადოებას აყენებთ შეურაცხყოფას. ასეთი ტყუილების შემდეგ საკუთარ მკითხველსა და მაყურებელში კარგავთ ნდობას. ამას აცნობიერებთ?!
6.ძალიან დიდ პატივს ვცემ პატიოსან, პროფესიონალ, თავის საქმეზე შეყვარებულ ჟურნალისტებს. ჟურნალისტები ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად მოიპოვებენ ინფორმაციას. ისინი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. აი, მაგალითად, ჟურნალისტები რომ არ ყოფილიყვნენ, ინდოეთში რაც ახლა ხდება, იმაზე სიმართლეს ვერ გავიგებდით. ჟურნალისტიკა პასუხისმგებლობაა, ჟურნალისტებს ხალხი ენდობა და მედიის ზოგიერთი წარმოადგენლებს მოგმართავთ, ნუ დაკარგავთ ამ ნდობას, მოუფრთხილდით.
7.მინდა, შეგახსენოთ ამას წინათ ტელეკომპანია „იმედზე“ გასული გადაცემა, სადაც გაქანებული ანტივაქსერული კამპანია მიდიოდა. მთავრობამ, ხელისუფლებასთან აფილიტებული ტელეკომპანიის საშუალებით ანტივაქსერული კამპანია აწარმოა, გაგიჟდები კაცი. გამოიყვანეს ქალბატონი, რომელიც არის თურმე აკადემიკოსი. უკვე მრცხვენია, რომ ვთქვა, რომ პროფესორი ვარ....
12.დაბოლოს, კაცობრიობამ უამრავი ვირუსი და დიქტატორი დაამარცხა. იყავით ფრთხილად, გააკეთეთ სიკეთე, ნუ ინერვიულეთ, დამშვიდდით! საბოლოოდ ყველაფერი იქნება კარგად! ჩვენ გადავრჩებით! ჯანმრთელობას გისურვებთ!
ჯანმრთელობას გისურვებთ…
#drpkhakadze Dr Giorgi Pkhakadze
გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე / giorgipkhakadze