გიგი უგულავამ ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში გიგი უგულავა ამომრჩევლებს და მხადამჭერებს პარტიის ოფისში შეხვდა. მან შეკრებილებს უთხრა, რომ ის აქ გამარჯვებისთვის ჩამოვიდა და ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ. "ჩვენი მთავარი სამიზნე და ზუგდიდელების მთავარი სამიზნე, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქის, არის ერთი ადამიანი, უნდა ვიბრძოლოთ ერთად ერთის წინააღმდეგ, ამ ადამიანის სახელი არის ივანიშვილი. მან მიიტაცა ჩვენი ქვეყანა, მან მიიტაცა ზუგდიდი, სამეგრელო და მთავარი პოლიტიკური ამოცანა არის სწორედ ის რომ ხელიდან ამოვაცალოთ ამ რუს ოლიგარქს პირველ რიგში ზუგდიდი, სამეგრელო და შემდეგ მთელი ქვეყანა. მე ვარ ამისთვის მზად, ვთვლი, რომ ზუგდიდში იქნება ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი, იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლებას ესმის, რომ ზუგდიდში გამარჯვება ნიშნავს, ადრე თუ გვიან, ხელისუფლებაში მოსვლას, ისევე როგორც ზუგდიდში დამარცხება ნიშნავს, ადრე თუ გვიან, ხელისუფლების დაკარგვას. ამიტომ ივანიშვილი აქ ყველა სიბინძურეზე წავა, მე მაქვს მასთან ბრძოლის გამოცდილება, აბსოლუტურად არაძალადობრივი, მე რამდენჯერმე მას ვყავდი პირად პატიმრად, მაგრამ საბოლოო ჯამში სანთელ-საკმეველი გზას ყოველთვის იკვალავს და გამარჯვება ყოველთვის ხდება იქ, სადაც არის სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ ივანიშვილმა გადააგდო მთელი ქვეყანა და ახლა ჯერი ჩვენზეა, ჩვენ უნდა მოვიშოროთ ივანიშვილი და აქედან დაიწყება პირველ რიგში სწორედ ეს. ვთვლი, რომ ვინც არ უნდა დადგეს, მე ვიქნები ოპოზიციის მთავარი კანდიდატი ზუგდიდში. მინდა მოვუწოდო კოლეგებს, ბუნებრივია, მხარდაჭერისკენ, მაგრამ ასევე ბუნებრივია, მზად ვარ კონკურენციისთვის", - თქვა უგულავამ. ის ზუგდიდელებს ცვლილებებს და კეთილდღეობას ჰპირდება. "ზუგდიდელებს სჭირდებათ მშვიდობა და კეთილდღეობა. ამ ყველაფრის გასაღები არის ცვლილებებში. ცვლილებების გარეშე ჩვენ ეკონომიკას ვერ დავძრავთ ადგილიდან. განსაკუთრებით ამ პოსტ-პანდემიურ პირობებში, ამიტომ, ცვლილებები არის პირველი საფუძველი იმისა, რომ ეს ჭაობი დაიძრას, გაიწოვოს, ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს", - აღნიშნა მან. „ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილი 3 აგვისტოს თბილისში, 9 აპრილის ბაღში გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა. რადიო "ათინათი" Website:http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter:https://twitter.com/Atinati1059 https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
უგულავა: ირაკლი ჩიქოვანი კონფორმისტია, მხოლოდ სამსახურებრივი...
Radio Atinati
გიგი უგულავა: მე არ ვცნობ არცერთ კანდიდატს, რომელიც ნომერს ა...
Radio Atinati
„ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიგი უგულავამ ზუგდიდში საარჩევნო კამპანია დაიწყო
Livepress. ge
#არჩევნები2020 გიგი უგულავას საარჩევნო კამპანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიგი უგულავას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიგი უგულავას საარჩევნო კამპანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიგი უგულავა და გიორგი გაბედავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
Livepress. ge