გიგი უგულავა: მე არ ვცნობ არცერთ კანდიდატს, რომელიც ნომერს ამოეფარება
გიგი უგულავა ამბობს, რომ ზუგდიდის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უნდა იყოს პოლიტიკური ლიდერი, რადგან, მისივე თქმით, გამარჯვება იქნება პოლიტიკური. მისივე თქმით, ის არ ცნობს არც ერთ კანდიდატს, რომელიც პარტიის ნომერს ამოეფარება. „სხვა პარტიების კანდიდატებზე მე თქვენის ნებართვით არ ვისაუბრებ ერთი მარტივი მიზეზის გამო, ასეთი ჯერ არ არის. როდესაც გამოჩნდება, მაშინაც შევძლებთ საუბარს. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩემის აზრით და დარწმუნებული ვარ, უმეტესი ზუგდიდელების აზრით, კანდიდატი ზუგდიდში, ზუგდიდის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უნდა იყოს პოლიტიკური ლიდერი, იმიტომ რომ აქ ბრძოლა არ იქნება სამეურნეო საკითხებზე. აქ ბრძოლა იქნება პირველ რიგში პოლიტიკური და გამარჯვებაც უნდა იყოს პოლიტიკური. შესაბამისად, მე არ ვცნობ არც ერთ კანდიდატს, რომელიც ნომერს ამოეფარება. მე ვცნობ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომელსაც იცნობენ ზუგდიდელები. იციან მისი სახელი და გვარი, იციან მისი პოლიტიკური ბიოგრაფია, იციან ის რისთვის არის მოსული და რა უნდა. აი ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის თუ როგორ მაგრად ამოვეფარებით ამა თუ იმ საარჩევნო ნომერს. ამ ტაქტიკას "ქართული ოცნება" მიმართავს და ამ ტაქტიკით "ქართული ოცნება" დამარცხდება“, - ამბობს უგულავა. ინფორმაციისთვის, „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომჩევლებს დღეს პირველად შეხვდა. გიგი უგულავამ წინასაარცევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. რადიო "ათინათი" Website:http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Twitter: / atinati1059 https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გიგი უგულავა - მე გიგა ბოკერიას არ წარმოვადგენ, ნიკა მელია ო...
PalitraNews
მე არ ვაღიარებ ბრალს, მაგრამ ვიღებ სასჯელს - გიგი უგულავა
Tbilisi Today
ის პირუტყვი მე არ მიცემია, თვითონ დამესხა თავს სუსი-ს, ივან...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
გიგი უგულავა: „ჩემი ფეხით მივდივარ ციხეში, მაგრამ ვფიქრობ, რ...
სააგენტო GUARDIAN GE
უგულავა: ირაკლი ჩიქოვანი კონფორმისტია, მხოლოდ სამსახურებრივი...
Radio Atinati
გიგი უგულავამ ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
Radio Atinati
ოპოზიციის გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster