უგულავა: ირაკლი ჩიქოვანი კონფორმისტია, მხოლოდ სამსახურებრივი მანქანა და კაბინეტი ადარდებს
"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა მმართველი პარტიის კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს სერიოზულ კონკურენტად არ თვლის. მისივე თქმით, ოპოზიციის მთავარი კანდიდატი ზუგდიდში ის იქნება. "ვთვლი, რომ ვინც არ უნდა დადგეს, მე ვიქნები ოპოზიციის მთავარი კანდიდატი ზუგდიდში. მე მინდა მოვუწოდო კოლეგებს, ბუნებრივია, მხარდაჭერისკენ, მაგრამ ასევე ბუნებრივია, მზად ვარ კონკურენციისთვის. ბატონ ჩიქოვანს არ ვთვლი სერიოზულ კონკურენტად. ჩიქოვანი აქ 2016 წელს ვითომ ოპოზიცია იყო, შემდეგ შეუერთდა, კვლავ დაუბრუნდა „ქართულ ოცნებას“, შესაბამისად, ის არის ჩვეულებრივი კონფორმისტი, მას ადარდებს მხოლოდ სამსახურებრივი მანქანა და კაბინეტი. აქ არ არის მანქანის, სამსახურის და ფუფუნების ადგილი, აქ არის ბრძოლის , შრომის და ადამიანების დაცვის არეალი. განსაკუთრებით მაშინ, როცა კრიმინალმა იმატა და მაშინ, როცა დაბრუნდა სამარცხვინო კონტრაბანდა ზუგდიდში. გამოწვევაც ბევრია და სამუშაოც ბევრია", - თქვა უგულავამ. გიგი უგულავამ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. მან პარტიის ზუგდიდის ოფისში ამომრჩევლებთან და მხარდამჭერებთან პირველი შეხვედრა დღეს გამართა. რადიო "ათინათი" Website:http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter:https://twitter.com/Atinati1059 https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
შეიარაღებული თავდასხმა ზუგდიდში - შეფასებები
TV IMEDI
გიგი უგულავას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიგი უგულავა - ირაკლი ოქრუაშვილი არ პრავდება!
TV Pirveli
გიგი უგულავა ოქრუაშვილ-ვაშაძის შეხვედრას აფასებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა
TV IMEDI
სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყა...
TV IMEDI
მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის - შეწყალებული გიგი უგულავა დ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia