ნატო-ს სამხედრო სწავლება საქართველოში
დღეს სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე სწავლება „მტკიცე სული 2019“ საზეიმოდ იხსნება. მრავალეროვნული სამხედრო სწავლება, რომელშიც 14 ქვეყანა მონაწილეობს, 9 აგვისტოს ჩათვლით, სამ ლოკაციაზე გაიმართება. სწავლება „მტკიცე სული“ საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება. წლევანდელი სწავლების მიზანი არის მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის. ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“. წლევანდელი სწავლება სამ ლოკაციაზე – სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნის სამი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა. მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი საბრძოლო სროლებით სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს, სამანევრო და გაერთიანებულ ოპერაციებში საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნატო-ს სამხედრო სწავლება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარათონი Agile Spirit 2021-ის ფარგლებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ღირსეული პარტნიორი 2020“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში გაზაფხულზე ნატო-ს გენმდივანთან ერთად ალიანსის ს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იენს სტოლტენბერგი თბილისში შეხვედრებს მართავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული 2021“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Agile spirit 2021
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ღირსეული პარტნიორი 2020“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster